პარიზში ვირთხებს ადგილობრივები და ტურისტები ყოველდღიურად ხვდებიან. ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ დიდ ქალაქში, მღრღნელები არიან “le quotidien” – ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი – “სინათლის ქალაქში”. ახლა პარიზი ცდილობს შეიმუშაოს გეგმა მღრღნელებთან მშვიდობიანი „კოჰაბიტაციის“ შესახებ.
ათწლეულების განმავლობაში მღრღნელებთან ბრძოლის შემდეგ, პარიზის მერიამ ახლახანს შეკრიბა კომიტეტი, რათა გამოიკვლიოს მავნე ცხოველებთან თანაარსებობის გზები და შეიმუშაოს განსხვავებული მიდგომა მათთან ურთიერთობისთვის.
როგორც Politico-მ განმარტა, „პარიზის მერს ანა ჰიდალგოს აქვს გზავნილი ვირთხებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ “სინათლის ქალაქში”: რატომ არ შეგვიძლია ვიყოთ მეგობრები?
ვირთხები, როგორც საჯარო ძეგლები ლონდონის, ნიუ-იორკის და მსოფლიოს მრავალი სხვა დიდი ქალაქის მსგავსად, პარიზში ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია და ხალხი ისე შეეჩვია მათ იქ ყოფნას, რომ ადგილობრივი მედია ხუმრობს კიდეც, რომ ისინი “პარიზული არასასიამოვნო დეკორის” ნაწილია. რესტორნებში მათი ნახვა, როგორც წესი, არ არის განგაშის მიზეზი და იმ შემთხევვაში თუ ვირთხების გამო ტურისტი უკმაყოფილებას გამოთქვამს მიმტანი უბრალოდ ეტყვის, რომ არ ინერვიულოს.
მარისი მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა ვირთხების რაოდენობით (ინდოეთის, ლონდონის და ნიუ-იორკის შემდეგ)
პარიზსა და მის ვირთხებს „დიდი ისტორია აქვთ“, იუწყება Le Point. საუკუნეების განმავლობაში ისინი ამა თუ იმ გზით იყვნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. „მე-19 საუკუნეში მღრღნელები ცურავდნენ კანალიზაციაში, ხელთათმანებში ან ჭურჭელში ხვდებოდნენ“, – აღნიშნავს ჟურნალი.
„პარიზის ვირთხებთან თანაცხოვრება ახალი არ არის… საუკუნეების განმავლობაში მღრღნელები იყვნენ დედაქალაქის მკვიდრთა უძველესი თანამგზავრები, რომლებიც ერთდროულად აღძრავდნენ ზიზღს, ისტერიას, ლეგენდებსა და ფანტაზიას“.
ვირთხები იყვნენ მე-14 საუკუნეში ბუბონური ჭირის გავრცელების მთავარი მიზეზი. ამ ვირუსმა მოკლა მოსახლეობის თითქმის ნახევარი.
პარიზში წლების წინ მოკლული ვირთხების ტყავს აგროვებდნენ, შემდეგ კი ყიდდნენ. ვირთხის ტყავისგან მზადდებოდა ელეგანტური ხელთათმანები, რომლებსაც ხშირად იყენებდნენ ლონდონის ქალბატონები.
1870 წელს საფრანგეთ-პრუსიის ომის დროს ვირთხები მოშიმშილე მაცხოვრებლებისთვის მთავარი საკვებიც კი გახდა. თავიდან მოწამვლის აცილების მიზნით ისინი ვირთხებს კარგად რეცხავდნენ და ხარშავდნენ.
ნაგავი და გაფიცვები
პარიზის მერმა ანა იდალგომ განმარტა, რომ გარდა მოსახლეობის „პრევენციისა“ და „ვერბალიზაციის“ კამპანიისა, ქალაქი კვლავ ინარჩუნებს 2017 წელს დაწყებულ ლიკვიდაციის კამპანიას, როდესაც ქალაქში ათასობით ახალი ნაგვის ურნა და ვირთხის დასაჭერი სპეციალური ხაფანგები დამონტაჟდა.
იდალგოს მკაცრად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ არ აკეთებს მეტს მღრღნელების რაოდენობის შესამცირებლად.
წყარო: forbes