Sunday, June 22, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ჩვენი საქმეები ისტორიულია, მათი – ისტერიული“ – გიორგი კეკელიძე კრიტიკოსებს პასუხობს

December 13, 2023
„რაჭას მოსმენა უნდა, მარტო ცქერა არა“ – გიორგი კეკელიძე შოვში ჩამოწოლილ მეწყერზე

პარლამენტის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე, სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.

ის კრიტიკოსებს პასუხობს.

„ზოგჯერ მეუბნებიან, რომ რაღაც წრეების ქვესახეობები წუხან იმ წიგნის (,,კვარას საქართველო” – აკა მორჩილაძის და დიეგო მარადონა ჯუნიორის წინასიტყვაობებით) გამო, რომელიც მალე იტალიაში წარსდგება ან ზოგადად წუხან და წუიან. წუილი, როგორც ჭეშმარიტ წუილს ეკადრება, ეფუძნება ტყუილს, ტყუილი კიდევ სხვა რამეს და ასე შემდეგ.
საკუთრივ ეს წიგნი, ხვიჩას დღევანდელ მნიშვნელოვან სახელზე დაყრდნობით საქართველოს შესახებ იტალიელებისთვის ცოტა რამის თქმის მიზეზით დაიწერა – საქართველოშიც რომ ეროვნულ ბესტსელერად იქცა, ჩემი ბრალი არ არის.
ყველა დიდ უცხოურ გამოცემასთან ინტერვიუში – ისინიც ინტერესდებიან და მეც ვპასუხობ, რომ ფრაგმენტულად ჩვენს ქვეყანაზეა ეს ტექსტი, მის კუთხეებზე, ადამიანებზე, კულტურაზე, ფეხბურთზე, ოკუპაციაზე და აუცილებელ ადგილზე ევროპაში.
და რახან პასუხი ადვილია, მერე ეს ჩვენებური ,,კრიტიკოსები” ცდილობენ, ერთმანეთი დაარწმუნონ, თითქოს ეგ არის ერთადერთი საქმე, რასაც ვაკეთებთ. მაგრამ აგერ – მხოლოდ იტალია, სხვა მშობლიურ ამბებზე რომ არაფერი ვთქვათ:
აქამდე ქართული სამკითხველოები გავხსენით რომში, რეჯო-კალაბრიაში, მილანში, პრატოში, ნეაპოლში – მალე გაიხსნება კვლავაც რომში (ამჯერად ცენტრალურ ბიბლიოთეკაში), ბარიში, ფლორენციაში, ემპოლიში. გავაფორმეთ ისტორიული შეთანხმება ვატიკანის ბიბლიოთეკასთან და გავხსენით უნიკალური არქივები.
უპასუხებ და ცდილობენ ერთმანეთი მოატყუონ, რომ თითქოს ეს იყოს ჩემი ერთადერთი სამწერლო ნაშრომი მხოლოდ, თითქოს ახლახან ამ წიგნის პარალელურად ბოლო წლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოეტური კრებული #ახალისიმღერები არ გამომეცეს და წინ კიდევ ბევრი წიგნია, ბევრი პროექტი და ბევრი საქმე.
ესენი კი ცდილობენ, რომ…ცდილობენ, რომ…ცდილობენ, რომ.. ცდილობენ, რომ… და პასუხი ყველგან არის – ზუსტი და მკაცრი.
,,სად განისვენოს სულმა, სით მიიდრიკოს თავი?”
აცდენა ერთი ასოა – ჩვენი საქმეები ისტორიულია, მათი – ისტერიული.
საკუთარ ხუთასკაციან უმორალო კვადრატს აწყდებიან და მის მიღმა ვერ გაესვლებათ. ოდესღაც, მაგ მცირე ხალხს, თითქმის ყველას, სათითაოდ ჰქონდა კავშირი ჩემთან, ქებაც მოუძღვნიათ, ხელიც გამიმართავს, მაგრამ მერე დადგა დრო, როცა აუტანელი გავხდი მათთვის და ეს ბუნებრივია. მესმის, ძალიან კარგად მესმის და კი, გეთანხმებით, ღრმად უინტერესო და ცოტა სევდიანია ეს ამბავი, მაგრამ იშვიათად ღირს ხოლმე შეხმიანებად, რომ მტერუკებმა საკუთარი ადგილი არ დაივიწყონ და მუნ ჰგიებდნენ, სადაც აბდალნი განისვენებენ.
მარად თქვენი
#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze“, – აღნიშნულია პოსტში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შეიცვლება თყ არა ამინდი? – სინოპტიკოსების პროგნოზი
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?
  • ვის შეეხო მიხეილ ყაველაშვილის შეწყალება?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge