Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როგორ დავზოგოთ ენერგია სადღესასწაულო სუფრის მომზადებისას

December 12, 2023
როგორ დავზოგოთ ენერგია სადღესასწაულო სუფრის მომზადებისას

ახალ წლამ­დე ძა­ლი­ან ცოტა დრო რჩე­ბა. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ დროა და­გეგ­მოთ სა­დღე­სას­წა­უ­ლო მე­ნიუ და აირ­ჩი­ოთ თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი, რო­მე­ლიც სა­ინ­ტე­რე­სო და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სუფ­რის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დე­ბა.

ეს ბლო­გი მათ­თვი­საა, ვი­საც ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­ა­ხალ­წლო კერ­ძე­ბი მო­ბეზ­რდა, ბევ­რი დრო არ აქვს რთუ­ლი კერ­ძე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად, ან უბ­რა­ლოდ სი­ახ­ლის შე­ტა­ნა სურს და კრე­ა­ტი­ულ რე­ცეპ­ტებს ეძებს. ორი­გი­ნა­ლუ­რი და სწრა­ფი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბის მთა­ვა­რი სა­ი­დუმ­ლო გემ­რი­ე­ლი ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს: ბე­კო­ნის, შაშ­ხი­სა და გერ­მა­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ით და რე­ცეპ­ტუ­რით დამ­ზა­დე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის ძეხ­ვე­უ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ნამ­დვი­ლად შეძ­ლებთ აა­წყოთ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხორ­ცის დაფა და გა­ა­ო­ცოთ ყვე­ლა­ზე გურ­მა­ნი ადა­მი­ა­ნიც კი.

ღუ­მელ­ში გა­მომ­ცხვა­რი შაშ­ხი კო­ნი­ა­კით და ყა­ვის­ფე­რი შაქ­რის მი­ნან­ქრით

როგორ დავზოგოთ ენერგია სადღესასწაულო სუფრის მომზადებისას

ღუ­მელ­ში გა­მომ­ცხვა­რი შაშ­ხი, მრა­ვა­ლი ქვეყ­ნის სა­შო­ბაო და სა­ა­ხალ­წლო მე­ნი­უ­ში იკა­ვებს გა­მორ­ჩე­ულ ად­გილს. მის მო­სამ­ზა­დებ­ლად ორი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პუნ­ქტი უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ. პირ­ვე­ლი: შე­არ­ჩი­ოთ გემ­რი­ე­ლი ხორ­ცპ­რო­დუქ­ტი და მე­ო­რე: მო­ამ­ზა­დოთ სო­უ­სი მი­ნან­ქრის­თვის. მარ­ტი­ვი გა­მომ­ცხვა­რი შაშ­ხის რე­ცეპ­ტის მო­სამ­ზა­დებ­ლად გირ­ჩევთ გა­მო­ი­ყე­ნოთ „ნი­კო­რას“ შაშ­ხი – შე­ი­კა და არო­მა­ტუ­ლი კო­ნი­ა­კი­სა და ყა­ვის­ფე­რი შაქ­რის მი­ნან­ქა­რი. სწო­რედ შე­ი­კას აქვს ის სტრუქ­ტუ­რა, რაც შაშხს გა­მო­ცხო­ბის დროს სჭირ­დე­ბა. ეს არის შე­სა­ნიშ­ნა­ვი მთა­ვა­რი კერ­ძი არა მხო­ლოდ სა­ა­ხალ­წლოდ, არა­მედ ნე­ბის­მი­ე­რი შემ­თხვე­ვის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად!

ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი:

  • შე­ი­კა შაშ­ხი

როგორ დავზოგოთ ენერგია სადღესასწაულო სუფრის მომზადებისას

  • ყა­ვის­ფე­რი შა­ქა­რი
  • კო­ნი­ა­კი – არო­მა­ტის სიღ­რმეს მა­ტებს ტკბილ მი­ნან­ქარს.
  • მთე­ლი მარ­ცვლე­უ­ლის მდოგ­ვი. მჟა­ვე მდოგ­ვი აბა­ლან­სებს მი­ნან­ქარს, რომ არ იყოს ძა­ლი­ან ტკბი­ლი.
  • სი­მინ­დის სა­ხა­მე­ბე­ლი – მი­ნან­ქრის გა­სა­ს­ქე­ლებ­ლად.
  • დაფ­ქუ­ლი კვლი­ა­ვი, ქინ­ძი, სურ­ნე­ლო­ვა­ნი პილ­პი­ლი და წი­თე­ლი წი­წა­კა
  • მა­რი­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ლორს მა­რი­ლი აქვს, მი­ნან­ქარს ცოტა მა­რი­ლი მა­ინც სჭირ­დე­ბა.

მომ­ზა­დე­ბის წესი:

  1. სა­ცხობ სინ­ზე და­ა­ფი­ნეთ ალუ­მი­ნის ქა­ღალ­დი („ფოლ­გა“) და და­დეთ შაშ­ხი. შაშ­ხი ზე­მო­დან და­სე­რეთ და­ნით ისე, რომ მი­ნან­ქარ­მა ცხო­ბი­სას ხორ­ცზე სა­ო­ცა­რი ეფექ­ტი მო­ახ­დი­ნოს.
  2. შაშხს შე­ა­ზი­ლეთ შაქ­რის მი­ნან­ქრის მასა, რო­მე­ლიც მარ­ტი­ვად მზად­დე­ბა: შე­უ­რი­ეთ ყვე­ლა ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი პა­ტა­რა ჯამ­ში. მი­ღე­ბუ­ლი მასა კარ­გად წა­უს­ვით შე­ი­კას.
  3. გა­მო­ა­ცხვეთ სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე, სა­ნამ გარ­სი არ გა­მუქ­დე­ბა, არ გახ­დე­ბა ხრა­შუ­ნა და გა­მო­უშ­ვებს სა­სი­ა­მოვ­ნო არო­მა­ტებს. სუფ­რა­ზე მი­ტა­ნამ­დე და­სე­რეთ ბო­ლომ­დე კარ­გად.

ხორ­ცის დაფა

როგორ დავზოგოთ ენერგია სადღესასწაულო სუფრის მომზადებისას

კარ­გად შერ­ჩე­უ­ლი და მორ­თუ­ლი ხორ­ცის ან ყვე­ლის დაფა თქვე­ნი სა­დღე­სას­წა­უ­ლო სუფ­რის წარ­მა­ტე­ბის ნა­ხე­ვა­რია. მა­დი­საღ­მძვრე­ლი ხორ­ცის და­ფის შედ­გე­ნა ნამ­დვი­ლი ხე­ლოვ­ნე­ბაა და არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მთა­ვა­რი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ზე.

პრო­შუ­ტო, ბრა­უნშვა­ი­გუ­რი, შინ­კენ­ვურსტი, დაპ­რე­სი­ლი და ტრა­დი­ცი­უ­ლი შაშ­ხი… – რო­მე­ლი ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი უნდა იყოს ხორ­ცის და­ფა­ზე და რო­გორ აა­წყოთ ის სწო­რად?

ხორ­ცის და­ფის ასა­წყო­ბად, მე ყო­ველ­თვის ვირ­ჩევ „ნი­კო­რას“ „კა­ი­ზე­რის“ პრო­დუქ­ცი­ას, რო­მე­ლიც დამ­ზა­დე­ბუ­ლია გერ­მა­ნუ­ლი რე­ცეპ­ტუ­რი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ის მი­ხედ­ვით. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, და­იც­ვათ ძეხ­ვე­უ­ლის დაჭ­რის­თვის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი პა­რა­მეტ­რე­ბი, პრო­დუქ­ტის გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბის შე­საგ­რძნო­ბად. სლა­ი­სე­ბი რაც შე­იძ­ლე­ბა თხე­ლი უნდა იყოს, ამი­ტომ, თუ ასა­წონ პრო­დუქ­ცი­ას ყი­დუ­ლობთ, ჯობს „ნი­კო­რას“ სუ­პერ­მარ­კეტ­ში­ვე სთხო­ვოთ კონ­სულ­ტანტს და ხორ­ცის საჭ­რელ მან­ქა­ნა­ზე და­აჭ­რე­ვი­ნოთ .

როგორ დავზოგოთ ენერგია სადღესასწაულო სუფრის მომზადებისას

ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი:

  • 100 გრა­მი სა­ლი­ა­მი ორი­გი­ნა­ლუ­რი;
  • 200 გრა­მი სა­ლი­ა­მი პი­კან­ტუ­რი;
  • 200 გრა­მი ბას­ტურ­მა;
  • 100 გრა­მი ბრა­უნშვა­ი­გუ­რი;
  • 100 გრა­მი შინ­კენ­ვურსტი;

და­ნარ­ჩე­ნი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი ხორ­ცის და­ფის შე­სავ­სე­ბად:

  • მა­რი­ლი­ა­ნი კრე­კე­რე­ბი
  • ზე­თის ხილი
  • თხი­ლე­უ­ლი (ნუში, თხი­ლი ან ნი­გო­ზი)
  • ყვე­ლი

მომ­ზა­დე­ბა:

1. ყვე­ლა ხორ­ცპ­რო­დუქ­ტი უნდა დაჭ­რათ ძა­ლი­ან თხელ ნაჭ­რე­ბად. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ელე­მენ­ტია გე­მო­სა და არო­მა­ტე­ბის შე­საგ­რძნო­ბად.

2. დაჭ­რი­ლი ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი მო­ნაც­ვლე­ო­ბით მო­ა­თავ­სეთ თეფ­შზე და გა­ა­ფორ­მეთ და­ნარ­ჩე­ნი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბით.

ასე­ვე, კარ­გი იდეა იქ­ნე­ბა ბრუს­კე­ტე­ბის, კრე­პე­ბი­სა და შიგ­თავ­სი­ა­ნი მინი-ტარ­ტა­ლე­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა.

როგორ დავზოგოთ ენერგია სადღესასწაულო სუფრის მომზადებისას

აქ შე­გიძ­ლი­ათ ფან­ტა­ზია გა­შა­ლოთ: ტარტლე­ტე­ბი ყვე­ლით და კრე­ვე­ტე­ბით, ბრუს­კე­ტა ავო­კა­დო­თი, მო­ცა­რე­ლი­თა და ზე­ი­თუ­ნის ზე­თით, კაპ­რე­ზე პო­მიდვ­რი­თა და შაშ­ხით, მინი სენდვი­ჩე­ბი წი­თე­ლი ხი­ზი­ლა­ლით – შე­არ­ჩი­ეთ სა­ა­ხალ­წლო სუფ­რის­თვის თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი პრო­დუქ­ტე­ბი.

ასე­თი მე­ნი­უს იდე­ა­ლუ­რი და­მა­ტე­ბა იქ­ნე­ბა წი­თე­ლი ღვი­ნო, რო­მე­ლიც შე­გიძ­ლი­ათ ტქვე­ნი გე­მოვ­ნე­ბის მი­ხედ­ვით შე­არ­ჩი­ოთ.

ბედ­ნი­ერ შობა-ახალ წელს გი­სურ­ვებთ!

 

წყარო:ამბები

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ამ კანონდარღვევისთვის ჯარიმა იზრდება” – რა ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
  • “შატალოზეა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში” – ვისზე საუბრობს შალვა პაპუაშვილი
  • შეიცვლება თუ არა ამინდი – სინოპტიკოსების გაფრთხილება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge