დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ, ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში, პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
„10% აღენიშნება დამწვრობა – სახეზე, კისრის წინა ზედაპირზე, გულ-მკერდსა და მტევნებზე. მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში დამწვრობის შოკით, 10% და სასუნთქი გზების დაზიანებით. ამ ეტაპზე, მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა დიაგნოზი საკმაოდ საშიშია“, – განაცხადა ქაშიბაძემ.
შეგახსენებთ, ქობულეთში, 10 წლის მოზარდს პიროტექნიკა აუფეთქდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლმოკიდებული პიროტექნიკა საწვავის ჭურჭელში ჩავარდა, რამაც აალება გამოიწვია.