„თელასის“ ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს, 12 დეკემბერს, ელექტრომომარაგება თბილისის ნაწილს დროებით შეეზღუდება.
ქუჩების ჩამონათვალი.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) და ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
