Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რით გაგვახარებს ხის მწვანე დრაკონი

December 11, 2023
რით გაგვახარებს ხის მწვანე დრაკონი

აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, მომავალი – 2024 წელი იდუმალებით მოცული დრაკონის წელი იქნება, რომელიც ჩინელი ასტროლოგებისთვის პირველ რიგში, ძლევამოსილებას, ქარიზმატულობასა და კეთილშობილებას განასახიერებს.

ჩინეთში უძველესი დროიდან განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ დრაკონს, რადგან ცინის დინასტიის იმპერატორთა სიმბოლოდ ითვლებოდა და ტაძრებს, მდიდრულ სამოსს ამშვენებდა, დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლებს კი, არა თუ დრაკონის გამოსახულებით ტანსაცმლის ტარების, არამედ „ღვთაებრივი არსების“ სიმბოლოს შეხების უფლებაც არ ჰქონდათ, განსაკუთრებით ურჩები კი, სიკვდილით ისჯებოდნენ.

მართალია, ნაკლებად სახარბიელო რეპუტაციის გამო ბევრი დრაკონს მხოლოდ უარყოფით თვისებებს მიაწერს და დარწმუნებულია, რომ 2024 წელიც სახიფათო, ნგრევისა და ზარალის მომტანი იქნება, მაგრამ აღმოსავლეთში დრაკონის წელი, რომელიც ცისა და მიწის ენერგიას გააერთიანებს, ერთ-ერთ ყველაზე იღბლიან და წარმატებულ პერიოდადაა მიჩნეული. მეტიც, მწვანე შეფერილობა, ისე, როგორც ხის სტიქია, დრაკონს მხოლოდ დადებითად ახასიათებს და ხაზს უსვამს მის კეთილგანწყობას.

როდის დადგება დრაკონის წელი აღმოსავლური კალენდრით

ტრადიციულად, ჩინეთი ახალ წელს შედარებით გვიან აღინიშნავს, ვიდრე დასავლური სამყარო, რადგან გრიგორიანულისგან განსხვავებით აღმოსავლური კალენდრით ახალი წელი ზამთრის მზის დაბნელების მეორე ახალმთვარეობას იწყება. 2024 წელს მზებუდობა, ანუ ყველაზე მოკლე დღე და გრძელი ღამე 22 დეკემბერს, ახალმთვარეობა კი – 10 თებერვალს ემთხვევა, ამიტომ სწორედ ამ დღეს დაიწყება ახალი წლის ათვლა, რომელიც 2025 წლის 28 იანვრამდე გაგრძელდება. ამასთანავე, ჩინელები არა 2024, არამედ 4721 წელს შეხვდებიან.

დრაკონი – 2024 წლის სიმბოლო

ჩინური კალენდრის თანახმად, ყოველი ახალი წელი ზოდიაქალური წრის ერთ-ერთ ცხოველთან ასოცირდება, რომელიც 12-თვიან პერიოდს მფარველობს და წყლის, მიწის, მეტალის, ცეცხლის ან ხის სტიქიას განასახიერებს. სხვათა შორის, მსგავსი კომბინაცია მხოლოდ 60 წელში ერთხელ მეორდება, ანუ 2024 წელი, რომელსაც ხის მწვანე დრაკონი მფარველობს, თამამად შეიძლება ჩაითვალოს 1964 და მომავალი 2084 წლების ანალოგად.

აღსანიშნავია, რომ ენერგიული და ძლევამოსილი დრაკონი აღმოსავლური ჰოროსკოპის ერთადერთი მითოლოგიური ცხოველია, რომელიც მეტწილად აქლემის თავით, ირმის რქებით და გველის კისრით, კობრის ქერცლით და არწივის ბრჭყალებით გამოისახება, თუმცა თანამედროვე სამყაროში მითიური დრაკონი აბსოლუტურად რეალურ იგუანასთან ან ვარანთან უფრო ასოცირდება და დიდი ხნის წინ გადაშენებული დინოზავრის პროტოტიპად ითვლება.

რას გვპირდება დრაკონის წელი

ასტროლოგების პროგნოზით, დრაკონის წელი მეტწილად სიკეთის მომტანი იქნება. დადებით ასპექტს ერთის მხრივ, მწვანე ფერის გავლენა გააძლიერებს, რომელიც განახლებას, ცვლილებებსა და აღორძინებას, სიმშვიდეს, მოქნილობასა და ნებისმიერ სიტუაციაში სწრაფად მორგების უნარს განასახიერებს, მეორეს მხრივ კი, ხის სტიქია, რომელიც ფიზიკურ და სულიერ ზრდას სიმბოლიზირებს, ამიტომ წარმატებას მხოლოდ საკუთარ თავში დარწმუნებული, შემოქმედებითი ადამიანები მიაღწევენ, რომელთაც მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა ექნებათ და ზუსტად ეცოდინებათ რა უნდათ, არასერიოზულ და უპასუხისმგებლო, მოსაწყენ და უინტერესო ადამიანებს კი, ვისთანაც საერთოდ არ ღირს მომავალ წელს ურთიერთობა, მხოლოდ პრობლემები და იმედგაცრუება ელით.

2024 წელი, რომელიც საინტერესო და სასიამოვნო მოვლენებით იქნება გამორჩეული, თამამად შეიძლება ჩაითვალოს კარიერული წინსვლის, საბედისწერო შეხვედრების და დაუვიწყარი მოგზაურობების წელიწადად. თუმცა, მხოლოდ მას გაუმართლებს, ვინც პატივისცემას გამოიჩენს წლის მბრძანებლის მიმართ და ყველა მის მოთხოვნას შეასრულებს, რადგან ერთი შეხედვით მშვიდმა და გაწონასწორებულმა დრაკონმა გაბრაზება და შურისძიებაც მთელი გულით იცის.

მართალია, 2024 წელი ნაკიანი წელია, რაც ბევრისთვის ავისმომასწავებელ ნიშნად ითვლება, მაგრამ მედიდურ დრაკონს არც მსგავსი ცრურწმენები აშინებს და მზადაა ნებისმიერ სიტუაციაში გარისკოს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ხონში დატრიალებულმა ტრაგედიამ კიდევ ერთი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა”- ვრცელდება სამძიმრის წერილი
  • ნიკა გვარამია ციხიდან წერილს აქვეყნებს
  • “თუ ეს გიჟური ხარჯვის კანონპროექტი დამტკიცდება, ამერიკის პარტია მეორე დღესვე ჩამოყალიბდება”- ილონ მასკი პარტიის შექმნას აპირებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge