5 ოქტომბერს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში მზიანი, უნალექო ამინდი იქნება, 6 და 7 ოქტომბერს კი ზოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.
5 ოქტომბერს, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 33 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში – 22- 27 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 26 გრადუსამდე გათბება.
6 ოქტომბერს, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა 24 -29 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი. ხანმოკლე წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი დედაქალაქშიც, ჰაერის ტემპერატურა 28 გრადუსი იქნება.
7 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 20- 25 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 21 -26 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
რაც შეეხება დედაქალაქს, 7 ოქტომბერს, თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი.