„სახე-დარი“ ვირების პირველი ფერმაა საქართველოში, რომელიც რძეს სამკურნალო და კოსმეტიკური დანიშნულებით აწარმოებს.
როგორც ფერმის ხელმძღვანელი თემურ ლომიძე Business Insider Georgia -თან ამბობს, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როცა მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა, რაც ცნობადობის ზრდას უკავშირდება.
თემურ ლომიძის თქმით, განსაკუთრებით ვირის რძე იყიდება, რასაც უკვე ექიმები უწევენ რეკომენდაციას.
,,ჩვენი სახედრები იკვებებიან მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი საკვებით, რაც იმის გარანტიაა, რომ აწარმოონ 100%-ით ნატურალური პროდუქტი.ჩვენი ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი რძეა. წინა წლებისგან განსხვავებით, მოთხოვნა 30%-ით გაიზარდა. რაც უფრო ჩამოვყალიბდით და ცნობადობა გაიზარდა, მოთხოვნაც განსაკუთრებით გააქტიურდა. რძის მიმართულება ყველაზე სტაბილურია, ყველაზე კარგად იყიდება.
ექიმები უკვე აძლევენ რეკომენდაციას, რომ ბავშვებსა და მოზარდებს ვირის რძით უმკურნალონ. ამანაც დიდი დატვირთვა შეიძინა. 2023 წელს ხუთასამდე პაციენტი მივიღეთ, ვისაც ვირის რძით მკურნალობა დასჭირდა. არა მხოლოდ საქართველოში, ქვეყნის გარეთაც დიდი მოთხოვნაა. გარკვეული მოცულობები გავაგზავნეთ აშშ-ში, იტალიაში, გერმანიასა და საბერძნეთში. გაყინული რძე გავიტანეთ ექსპორტზე, აქაც და იქაც, ამ პროდუქტს ხალხი ძირითადად სამკურნალო დანიშნულებით ყიდულობს”, – ამბობს თემურ ლომიძე…“ კითხვა განაგრძეთ ბმულზე.
