„ყველა რიტუალსა თუ ტრადიციას სხვადასხვა ფესვები აქვს შობა-ახალი წელი ყველა ოჯახში დიდი ზეიმითა და სიხარულით აღნიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით უამრავ რიტუალსა და ტრადიას აღვასრულებთ. არიან ოჯახები, სადაც მარხულობენ და საახალწლო სამზადისი ოდნავ განსხვავებულია. ყველა რიტუალსა თუ ტრადიციას სხვადასხვა ფესვები აქვს. დავინტერესდით, როგორ აფასებს ეკლესია ამ ტრადიციებს, რა არის სწორი და რა – შეცდომა. თოვლის პაპაზე, მეკვლეზე, ანგელოზის სათამაშოებზე და მსგავს საკითხებზე გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია):
– ახალ წელს მორწმუნეები მარხვით ხვდებიან. როგორი უნდა იყოს ამ დროს ოჯახში საახალწლო განწყობა, საახალწო სუფრა?
– ადამიანი ადამიანის სიხარულით ხარობს, ჩვენი გული ივსება მოყვასის გაღიმებული სახის მხილველი, როდესაც ვიცით, რომ მას ნამდვილი სიხარული ეწვია ერთობის. ყოველ ახალს ადამიანი ლოცვით ეგებება. ჩვენც, ახალ წელს, ლოცვით ვხვდებით. რაც შეეხება სუფრას, უწმინდესი ყოველ ახალ წელიწადს ახსნილებს თევზით, რათა ქრისტიანებს სადღესასწაულო გუნების ამაღლებისთვის, ნუგეშად გალამაზებულ სუფრაზე მოუწიოთ ყოფნა…“ კითხვა განაგრძეთ ბმულზე.
