სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.1% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.8%-ით განისაზღვრა.„
ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 10 საკვები პროდუქტის ჩამონათვალს, რომელზეც ფასი გასულ თვეს ყველაზე მეტად შემცირდა:
წიწიბურა – 45,27%
მზესუმზირის ზეთი – 33,82%
კარტოფილი – 33,66%
მარგარინი – 20,89%
ნიგოზი – 17,10%
ლიმონი – 15,07%
კიტრი – 14,73%
მანის ბურღული – 14,08%
შაქარი – 11,79%
ბადრიჯანი – 10,84%
წყარო: bpn.ge
