გარდაიცვალა სქემმონაზონი ნინო (აქიაშვილი) – სამწუხარო ინფორმაციას გვერდი “მადლობა უფალს ყველაფრისათვის” ავრცელებს.
“გარდაიცვალა სქემმონაზონი ნინო (აქიაშვილი). დედა ნინო იყო მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხორციელი და.
დაკრძალვა სამშაბათს, 12 დეკემბერს, 2 საათზე, ურბნისის წმიდა ნინოს დედათა მონასტერში.
გთხოვთ, თქვენს ლოცვებში მოიხსენოთ ახლადშესვენებული სქემმონაზონი ნინო”
