Wednesday, July 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ჩემი ჰონორარით ავაშენე” – დაათვალიერეთ მაკა ზამბახიძის წყნეთის ულამაზესი სახლი

December 9, 2023
„ჩემი ჰონორარით ავაშენე” – დაათვალიერეთ მაკა ზამბახიძის წყნეთის ულამაზესი სახლი

მომღერალი მაკა ზამბახიძე ოჯახთან ერთად წყნეთში, პატარა და მყუდრო სახლში ცხოვრობს. ტყის პირას აშენებული სახლი მაკამ საკუთარი გემოვნებით მოაწყო და ის სირთულეებიც საკუთარ თავზე გამოსცადა, რაც მშენებლობასა და რემონტს უკავშირდება.

– რატომღაც ვამჯობინე, რომ ქალაქისგან მოშორებით მეცხოვრა. დღეს ყველა მეკითხება, ხომ არ მიჭირს წყნეთიდან თბილისში სიარული. პირიქით, ძალიან მიადვილდება და დამღლელი დღის მერე აქ ძალიან მშვიდად და წყნარად ვგრძნობ ხოლმე თავს. ხშირად ამოდის დედაჩემი და დიდ დროს ატარებს ჩვენთან ერთად. სამწუხაროდ, მამაჩემი იშვიათად გვსტუმრობს. მუშაობს და თბილისში ურჩევნია ყოფნა, მხოლოდ დასვენების დღეებში გვეწვევა ხოლმე.

„ჩემი ჰონორარით ავაშენე” – დაათვალიერეთ მაკა ზამბახიძის წყნეთის ულამაზესი სახლი

– რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ ადგილი, სადაც დღეს ცხოვრობთ?

 

– უპირატესობა მივანიჭე გამწვანებას, ბუნებას, ჰაერს. ფაქტობრივად, ჩემი სახლი დგას ტყეში, რომელიც შემოფარგლულია ნაძვებით. ძალიან მსიამოვნებს გარემო, სადაც ახლა ვცხოვრობ. ჩემი ხშირი სტუმრები არიან ციყვები, დილით ტოროლას ხმა მაღვიძებს. გარდაუვალია ისე ჩაიაროს ზამთარმა, რომ არ მოთოვოს. გვყავს არაჩვეულებრივი მეზობლები, თუმცა ზამთარში ისინი თბილისში არიან. ზაფხულში ამოდიან და ყველა ერთად გამოვეფინებით ხოლმე გარეთ.

– რასთან ასოცირდება თქვენთვის სახლი, მყუდრო კერა?

 

– კომფორტული და მყუდრო სახლი დიდი ფუფუნებაა სულიერი სიმშვიდისთვის. გააჩნია, ვისთვის რა არის კომფორტი. მაგალითად, ჩემთვის კომფორტია ის, როგორც დღეს ვცხოვრობ. ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანის ცხოვრებაში, მისი სულიერი სიმშვიდისთვის აუცილებელი კრიტერიუმია კომფორტული და მასზე, მის ინტერესებზე მორგებული სახლი. ეს ჩემთვის ასოცირდება ბედნიერებასთან და სიმშვიდესთან. როდესაც დაღლილი, ენერგიაგამოცლილი მიდიხარ სახლში, იქ უნდა დაგხვდეს გარემო, სადაც დაისვენებ და განიტვირთები, დაივიწყებ ყოფით პრობლემებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ძლიერი ხანძარი ასპინძაში – რა დეტალები ხდება ცნობილი
  • ზესტაფონში მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა
  • დონალდ ტრამპი ილონ მასკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge