ახალი დეტალებია ცნობილი სენაკში მომხდარ შემთხვევაზე, რომლის დროსაც შვილმა დედა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. არსებული ინფორმაციით მარტვილის სოფელ ბალდაში მცხოვრებ დედა-შვილს შორის კონფლიქტი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, ქალი იძულებული გახდა სახლიდან წასულიყო და სენაკში, ნათესავებთან გადავიდა. 28 წლის ომარ ბჟალავა დღეს დედას სენაკში ჩააკითხა და მისი განზრახ მკვლელობა სცადა.
მეზობლების თქმით, შვილმა დედა სიკვდილისთვის მხოლოდ იმის გამო გაიმეტა, რომ თანასოფლელებმა მშობლის შესახებ საეჭვო ამბები უთხრეს:
“წყნარი, მშვილი ბავშვი იყო. ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა ყველაფერი. წავიდა თბილისში სამუშაოდ, არ ელაპარაკებოდა დედას. გადაუტრიალდა მერე რაღაცა თავში, აქედან უმესიჯებდნენ ბიჭები, ასე და ასე იქცევაო და მერე ვერ გადახარშა ტვინმა არ ვიცი” – ამბობს მეზობელი.