facebook-გვერდი „ჩემი ქალაქი მკლავს“ სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
„ავტობუსის მძღოლის ტყვეობაში ?!
ბევრმა თქვენგანმა მოგვწერეთ რომ როდესაც ავტობუსი საცობში დგას თან ეს დიდი ხანია გრძელდება, მძღოლები არ აღებენ კარებს რომ ფეხით მიხვიდეთ დანიშნულების ადგილამდე ან უბრალოდ ცუდათ გახდით და ავტობუსიდან ჩასვლა გინდათ❗️
ნამდვილად არის კანონში ის ჩანაწერი რაც სწორია რომ ავტობუსმა და სამარშრუტო ტაქსმა უნდა გააჩეროს გაჩერებაზე, ამას მივესალმებით და ეს პოსტი ამ საკითხს არ ეხება 🤝
აქ საუბარია შემდეგზე, როდესაც ავტობუსი გრაფიკის მიხედვით არ მიდის კონკრეტულ გაჩერებაზე დგას ათეულობით წუთი საცობში რომელიც არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგია, პარალელურად თქვენ ავტობუსში ჩახუთულობაში და ჭყლეტვაში დგახართ ❗️
ამ შემთხვევაში თუ გსურთ რომ ჩახვიდეთ საზოგადოევრივი ტრანსპორტიდან მოითხოვეთ აუცილებლად კარის გაღება ❗️
საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოქალაქეებზე უნდა იყოს მორგებული და არა პირიქით, თბილისის მერიის ვალდებულებაა უზრუნველყოს ეს ყველაფერი ❗️“, – აღნიშნულია პოსტში.
