კარდიოლოგი სოლომონ ზეიკიძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
„მოგესალმებით მეგობრებო, ვინც ჩემს ფეისბუკ გვერდს თვალს ადავნებს იცით გვაქვს ორგანიზაცია “CUM DEO-მდიქალი”, რომელიც უკვე 3 წელია არესებობს და ამ ხნის მანძილზე 50-ზე მეტი საქველმოქმედო აქცია ჩავატარეთ საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში, მიუხედავად მრავალი “კეთილმოსურნისა”, “თანაგრძნობით” რომ გეკითხებიან: “გრჩებათ რამე?” გპასუხობთ- დიახ გვრჩება ისეთი რაღაც, რომელსაც ვერასოდეს განიცდი, თუ მომაკვდავი ადამიანი არ გადაგირჩენია, თუ მეგობრებთან ერთად ყველაზე “მივარდნილ” უშუქო და უგაზო სოფელში ძროხებთან ერთად ღამე არ გაგითენებია, თუ გაყინულ ჩანჩქერში არ გიბანავია, თუ დაკოჟრილი ხელებით ამოყვანილი ყველი არ გაგისინჯავს…დავანებოთ თავი სენტიმენტებს, რატომ ვწერ ამ პოსტს, მოგმართავთ ყველას, ვისაც გეგულებთ სადმე სოფელი, სადაც არ ჰყავთ ექიმი, არ აქვთ ელემენტარული ამბულატორიაც კი, მომწერეთ პირადში და მაქსიმალურად ვეცდებით დახმარებას, ყოველგვარი გაპიარების, სოციალურ ქსელში და ა.შ. აფიშირების გარეშე, ჩვენი გუნდი თავისუფალია ყოველგვარი პარტიული გავლენებისაგან,ადამიანებს არ ვანსხვავებთ ეროვნული, სოციალური ან სხვა ნიშნით, ჩვენი საქმე სიამოვნებას და ადრენალინს გვანიჭებს. ადრინდელი აქციების ფბ-ზე დადების თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი,თუმცა როგორ დაგვემტკიცებინა მათთვის, ვისაც ძნელია, ზოგადად დააჯერო,რომ ფული არ არის ადამიანობის და ხშირად ბედნიერების ერთადერთი გზა,რატომ უნდა უმტკიცო ვინმეს რამე, ამიტომ ჩვენც იმ ანდაზას მივყვებით: ” ვინც რა უნდა სთქვასო, წისქვილმა კი ფქვასო”, ბოდიში, გამიგრძელდა, მაპატიეთ, თქვენი მეგობარი და ექიმი ცოტა აღელდა😊❤“, – აღნიშნულია პოსტში.
