Saturday, May 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

,,ნინო დიდი გულის გოგოა” – გიორგი ნაზღაიძემ ნინო ჩხეიძეს შიშის გრძნობა გაუქრო

December 8, 2023
,,ნინო დიდი გულის გოგოა” – გიორგი ნაზღაიძემ ნინო ჩხეიძეს შიშის გრძნობა გაუქრო

ტელემწაყვანებმა გიორგი ნაზღაიძემ და ნინო ჩხეიძემ ჟურნალ „სარკეს“ ვრცელი ინტერვიუ მისცეს.

მათ სხვადასხვა თემაზე ისაუბრეს.

„– ნინო, უკვე ერთი წელი გავიდა, რაც ტელეწამყვანის ამპლუა მოირგეთ. რა ეტაპები გადალახეთ ამ პერიოდში?

ნინო: საინტერესო ერთი წელი იყო. ტელეწამყვანობა ჩემს ცხოვრებაში დიდი გამოწვევა გახლდათ. ყოველთვის ვოცნებობდი, მუსიკალური გადაცემის წამყვანი ვყოფილიყავი, მაგრამ ვერასდროს ვიფიქრებდი ასეთი მასშტაბურ გადაცემაზე.

ვთვლი, რომ ამ გამოწვევას კარგად გავართვი თავი. ამ ერთი წლის განმავლობაში ბევრი ქარტეხილი გავიარე, მაგრამ ახლა უკვე ის ეტაპია, როცა ყველანაირად გათავისებული და მორგებული გაქვს შენი როლი გადაცემაში და ძალიან კომფორტულად გრძნობ თავს. “ღამის პრაიმ ტაიმი” ჩემს კარიერაში წინგადადგმული ნაბიჯია.

– გიორგი, რამდენად კმაყოფილი ხართ საკუთარი თავით, როგორც ტელეწამყვანით?

გიორგი: კმაყოფილი ვერასდროს იქნები საკუთარი თავით, მაგრამ რომ განვვითარდი და მეტი გამოცდილება მომცა ამ გადაცემამ, ეს ფაქტია. ყოველ გადაცემაში ვიზრდები და ამას მაყურებელი აღნიშნავს. როგორც წამყვანი, დიდ სიამოვნებას ვიღებ, რომ შოუ მრავალფეროვანია. ძალიან მაგარი გუნდის წევრები მუშაობენ და ეს უფრო დადებითად აისახება გადაცემაზე.

– ნინო, ამ გადაცემის პირველი შემადგენლობიდან მარტო თქვენ დარჩით, გიორგი სექტემბრიდან შემოგიერთდათ. ეს ცვლილებები როგორ მიიღეთ?

ნინო: პირველი ავთანდილი გამოეთიშა გადაცემას და გამიჭირდა, რადგან მივეჩვიე. ისედაც ვმეგობრობდით და ამ გადაცემის პერიოდში უფრო ხშირად გვიწევდა ერთად ყოფნა. საქმე საქმეა და მეგობრობა მეგობრობა. ყველას გადაწყვეტილება პატივსაცემია და, ბუნებრივია, ვერ ჩავერეოდი.

– გიორგი, იფიქრებდით, რომ 6 წამყვანიდან საბოლოოდ გადაცემაში თქვენ და ნინო დარჩებოდით?

გიორგი: როდესაც ამ გუნდს შემოვუერთდი, საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი, რომ საბოლოოდ გადაცემის წამყვანებად მე და ნინო დავრჩებოდით.

– ალბათ თქვენი მეგობრობა ამ გადაცემით არ დაწყებულა.

ნინო: გიორგისთან 2008 წლიდან ვმეგობრობ, მოგვიანებით ჩემს რადიოშიც იყო წამყვანი. ნუკი კოშკელიშვილთან ერთად მიჰყავდა გადაცემა “ცოტა ყავა და ბევრი ჭორი”. ეს გადაცემა ძალიან რეიტინგული იყო.

გიორგის ვაფასებ, რადგან უზომოდ შრომისმოყვარეა, პუნქტუალური, მიზანდასახული და პრინციპული. ძალიან ენერგიულია და თავიდან, როცა ერთად აღმოვჩნდით გადაცემაში, ადვილი არ იყო მისი ტემპისთვის ფეხის აწყობა. იქიდან გამომდინარე, რომ გიორგი ძალიან თავისუფალი ადამიანია, როცა მის გვერდით მიგყავს გადაცემა, შეუძლებელია, შენც მაქსიმალურად გახსნილი და ენერგიული არ იყო…“ კითხვა განაგრძეთ ბმულზე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ვაახლებთ ფასებს და ვქმნით მათ კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ყოველდღიურ პროდუქტებზე” – “ნიკორა სუპერმარკეტი”
  • არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში – სინოპტიკოსების გაფრთხილება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge