ანა მიქაძეს ქართული გასტრონომიითა და ყველის კულტურით დაინტერესებული ადამიანები კარგად იცნობენ.
ანა მიქაძემ ამჯერად საკუთარი შვილისა და მის ოჯახში მომხდარი უჩვეულო შემთხვევის შესახებ „ღამის პრაიმ ტაიმში“ ისაუბრა.
„მთელი თვე ვეძებდით. კედელზე, სადაც მისი ნახატები გვეკიდა, ერთ-ერთ მის დახატულ ნახატზე, დავინახე, რომ ეშმაკი ზის… საზიზღარი გარეგნობით, ეშვებით… გადავუსვი მოყვითალო მწვანე საღებავი, ისე, რომ ბალახს დაემსგავსა. მეორე დღეს ისევ გამოჩნდა სხვა ადგილას. ხან ერთ ადგილას ამოხტებოდა, ხან – მეორეზე. ეს გაშმაგებული ეშმაკი მე მებრძოდა აშკარად. არ ვიცოდი, ჩემი შვილი ცოცხალი იყო თუ არა. ტელეფონმა დარეკა, ვიპოვეთ თქვენი შვილი, სამწუხაროდ, მორგში უნდა მოხვიდეთ ამოსაცნობადო… ამ დროს, ამ ნახატის მარჯვენა კუთხეზე ქრისტე გამოისახა, გრძელი თმით, ნათელი შუბლით. ვუყურებ ამ ნახატს და ვეუბნები, არა, ჩემი შვილი მორგში არ იქნება-მეთქი… მარტო წავედი ამოსაცნობად, გზაში ღმერთს ვუყვიროდი, არ არსებობ-მეთქი… სანამ ჩემი შვილი სახლიდან წავიდოდა, მანამდე აგრესიული პერიოდი ჰქონდა, დედას არ მეძახდა… ღმერთს ვთხოვე, ღმერთო, ერთხელ მაჩვენე ჩემი შვილი, რომ დედა დამიძახოს-მეთქი… მორგში რომ მივედი, ჩემი შვილი იქ არ იყო. იმ დღესვე დამირეკა ტელეფონმა და ჩემი შვილის სახელი, ლუკა დაეწერა… დე, აქ ვარ და წამიყვანეო, მითხრა. ღმერთმა იმ დღესვე ამისრულა ნატვრა და ვინ დამაჯერებს, რომ ღმერთი არ არსებობს“ – ამბობდა ის საუბრისას.
წყარო:მარაო