„მალაკნების ბაზარი,“ “მალაკნების ხიდი,“ “მალაკნების უბანი“ – ამ ფრაზებს თბილისელების მეტყველებაში დღესაც მოისმენთ… რეალურად რასთან გვაქვს საქმე, ვინ არიან მალაკნები, რა კავშირი აქვთ თუნდაც ბაზართან თუ ხიდთან, ეს ბევრმა არ იცის.
XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან თბილისში რუსეთიდან რელიგიური ჯგუფის წევრების – მალაკნების გადმოსახლება დაიწყო. თავდაპირველად, ისინი რიყეზე სახლდებოდნენ, მოგვიანებით მათი დასახლება ახალი კუკიის ტერიტორიაზე გაჩნდა, რკინიგზის გაღმა. მალაკნებს თავისი სასაფლაო და ბაზარი ჰქონდათ. ბაზარი XX საუკუნის შუა პერიოდში დაიხურა, რომელიც რკინიგზის ხიდის გადმოღმა, ფიროსმანისა და “საბჭოს ქუჩის“ შესაყართან მდებარეობდა. ის “მალაკნების საზოგადოებას“ ეკუთვნოდა და 1860-იან წლებში იყო დაარსებული.
მალაკნები ძირითადად მედროგეები და მეეტლეები იყვნენ. ბაზარში თევზით, მარილით, ბოსტნეულითა და რძით ვაჭრობდნენ. თბილისელი მალაკნები, ძირითადად, ხელოსნობას მისდევდნენ, რაიონში დასახლებულები კი – სოფლის მეურნეობას, განსაკუთრებით მეფუტკრეობას…“ კითხვა განაგრძეთ ბმულზე.
