რამდენიმე დღის წინ „სუხიშვილების“ მოცეკვავემ, თეა დარჩიამ, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი ძმა, დავით დარჩია გუმბათიდან ჩამოვარდა და უმძიმესი დაზიანებები მიიღო.
ცოტა ხნის წინ მან დავითის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ გამოაქვეყნა პოსტი.
„რამხელა ძალა აქვს გაერთიანებულ ლოცვას!!!… მადლობა ღმერთს, შეისმინა თქვენი ყველას ვედრება დავითის გადარჩენისთვის.
მან დღეს ხელი აამოძრავა.
და დედა სიდონია დარჩიას, დის კითხვაზე ესმის, თუ არა მისი, თავი დააქნია.
გმადლობთ გულისხმიერებისთვის და ჩვენი ტკივილის გაზიარებისთვის“, – წერს თეა დარჩია.
