ზოდიაქოს ნიშნებს თავიანთი მახასიათებლები არა მარტო ხასიათისა და ტემპერამენტის, არამედ დაავადებებისადმი განწყობისა და სწორი კვების მიხედვითაც აქვთ. თუ ჭარბი წონა გაწუხებთ და მათი მოცილება გადაწყვიტეთ, მაშინ ქვემოთ მოყვანილი ასტროლოგიური რჩევები დაგეხმარებათ.
ვერძი – თქვენი ჯანმრთელობის გარანტი კალიუმის ფოსფატია, რომელსაც უხვად შეიცავს მარწყვი, თხილი და პომიდორი. ხოლო მავნე პროდუქტებია: ცხიმიანი ხორცი, ცხოველური ცხიმები, მარილიანი, ცხარე საკვები და ტკბილეული. რაციონში შეიტანეთ ფაფები, რძის პროდუქტები, თევზი და ბოსტნეული. წონაში დასაკლებად ნაკლები ნახშირწყლების შემცველი პროდუქტების დიეტები დაგეხმარებათ.
კურო – ამ ნიშნით დაბადებულებს ნივთიერებათა ცვლის შენელებული პროცესი აქვთ. თქვენი ჯანმრთელობის რესურსია ნატრიუმის სულფატი, რომელსაც შეიცავს ხახვი, საქონლის ხორცი, შვრია და მარწყვი. ეს პროდუქტები ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნას უწყობს ხელს. მავნე პროდუქტებია: ფუნთუშეული, ტკბილეული, ცხიმიანი ხორცი და მაგარი ყავა. თუ გსურთ, წონაში დაიკლოთ, აირჩიეთ ნაკლები ნახშირწყლების მქონე პროდუქტები და დაბალკალორიული დიეტები.
ტყუპები – ამ ნიშნით დაბადებულები ხშირად ვარდებიან სტრესში. ამ დროს კი შეუძლიათ, უზომოდ დიდი რაოდენობით ტკბილეული მიიღონ. თქვენს რაციონში მუდამ უნდა იყოს კალიუმი და B ჯგუფის ვიტამინები, რომელსაც შეიცავს ყაბაყი, ბადრიჯანი, ლეღვი, კომბოსტო და კარტოფილი. მავნე პროდუქტებია: ტკბილეული, ცხიმიანი საკვები. ნახშირწყლების შემცველი პროდუქტების ამოღება სწორედ ისაა, რაც გჭირდებათ.
კირჩხიბი – ამ ნიშნის სუსტი ადგილი საჭმლის მომნელებელი სისტემაა. საკმარისი რაოდენობით უნდა მიიღოთ ის პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ კალციუმის ფთორიდს. რაციონში დაამატეთ მარცვლეული, რძის პროდუქტები, ფრინველის ხორცი, უცხიმო თევზი. კარგია ნიორი, რომელიც სელენიუმს შეიცავს. თუ გსურთ, სწრაფად გახდეთ, თქვენთვის რეკომენდებულია ბოსტნეულის წვნიანები, კეფირის ან ხაჭოს დიეტა.
ლომი – თქვენთვის ჯანმრთელობის წყაროა ფოსფორით მდიდარი პროდუქტები, როგორიცაა შვრიის, წიწიბურასა და ხორბლის ბურღული, სოია, კაკაო, თევზი და კვერცხი. მავნე პროდუქტებია: ცხიმიანი საკვები, ტკბილეული და ალკოჰოლი. წონაში დასაკლებად კი შეარჩიეთ ციტრუსისა და ნაკლები ნახშირწყლების შემცველი პროდუქტების დიეტა.
ქალწული – თქვენი ორგანიზმისთვის აუცილებელია რკინის ფოსფატითა და კალიუმის სულფატით მდიდარი პროდუქტები, როგორიცაა ვაშლი, ყაბაყი, ფეტვი, შვრია და წიწიბურა. მავნე პროდუქტებია: კონსერვები, ტკბილეული და შებოლილი პროდუქტები. წონაში დასაკლებად ერთადერთი, რისი უფლებაც შეიძლება, თავს მისცეთ, დიეტურ წვნიანებზე დაფუძნებული კვებაა.
სასწორი – მლაშე, ნედლად შებოლილი და მარგარინით დამზადებული პროდუქტები ცუდად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. ხშირად მიირთვით ნატრიუმის ფოსფორმჟავას შემცველი პროდუქტი, როგორიცაა: ჭარხალი, სატაცური, ატამი, სიმინდი, ნუში. წონაში დაკლება სეზონური ხილის დიეტებით შეგიძლიათ.
მორიელი – თქვენთვის აუცილებელია ორგანიზმის კალციუმის სულფატით შევსება, რომელსაც შეიცავს მწვანე ხახვი, სატაცური, წიწმატი, შავი ქლიავი. მავნე პროდუქტებია: მწარე კერძები, ცომეული. წონის დაკლებას კი კვების რაციონის სწორად გადანაწილებითა და ღამით კვებაზე უარის თქმით შეძლებთ.
მშვილდოსანი – თქვენი ჯანმრთელობის რესურსი მინერალურ მარილებშია, რომლებიც მინერალური წყლების სპეციალურ სახეობებში შედის. თქვენთვის მავნეა: შებოლილი პროდუქტები, ღორის ხორცი, დამარილებული საკვები და ტკბილეული. თუ გახდომა გსურთ, იკვებეთ მსუბუქი, მწვანე ბარდის წვნიანებით და ფაფებით.
თხის რქა – თქვენს ორგანიზმს ფოსფატი და ფთორი ესაჭიროება, რაც შედის კვერცხის ნაჭუჭში, ზღვის თევზსა და ჩაიში. მავნე პროდუქტებია: ტკბილეული, ისპანახი, ცხიმიანი კერძები. შაქარი თაფლით ჩაანაცვლეთ. წონის დაკლებისთვის გამოიყენეთ კეფირის, წიწიბურას, ვაშლის დიეტები.
მერწყული – საკვებ რაციონში შეიტანეთ ლობიო, არაქისი, კაკაო, სოია და წიწიბურა. სწორედ ამ პროდუქტებშია, თქვენთვის აუცილებელი მაგნიუმის ფოსფატი. ასევე, ყოველდღიურად უნდა მიიღოთ რძემჟავა პროდუქტები და ყოველი კვება კი მსუბუქი ბოსტნეულის სალათით დაიწყოთ. რაც შეეხება დიეტას, თქვენი არჩევანი უნდა იყოს, დაბალკალორიული და ნაკლებნახშირწყლებიანი დიეტები.
თევზები – არასასურველია ცივი და მშრალი საკვების მიღება, ორგანიზმის სითხით გადატვირთვა. რაციონში დაამატეთ წიწიბურა, ასკილი, კომში და ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. მავნე პროდუქტებია: ცხიმები, შაქარი, ცხარე და მწარე სოუსები. იკვებეთ ერთსა და იმავე დროს. ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიიღეთ ნახევარი ჭიქა წყალი.
წყარო:თბილისელები