კასპში მოღვაწე სასულიერო პირი მამა ლევანი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
„ვმსახურობ (ლამისყანა, ხვითი, თვაურები, გამდლისწყარო, კოდისწყარო, ყარაფილა, ზადიაათკარი, სარიბარი, ნიგოზა, ჩობალაური, ზემო რენე, ქვემო რენე) ვინმე უსახსრობის გამო ჯვარს ვერ იწერს, ან ვერ ინათლება, ან წესს ვერ უგებენ და ა.შ დამიკავშირდით
📱596152215
მღვდელმსახურებაში ისედაც არ ვითხოვ კონკრეტულ თანხას, მე იმით ვარსებობ რასაც თავისი სურვილით მწირავს ხალხი, მაგრამ ეხლა სხვა რამის თქმა მინდა.
შეიძლება ავტომანქანა არ ყავდეთ რომ მოგვაკითხონ, ან არ ჰქონდეთ ნათლობის ჯვრის, პირსახოცის ფული და ა.შ. საბედნიეროდ, ჩემს გვერდში მყოფი უძვირფასესი ადამიანების დახმარებით, შემიძლია ეს ყველაფერი ვუზრუნველყო.
ნელ-ნელა ხალხმა გაიგო რომ მიცვალებულზე დოლ-გარმონის მოყვანა არ შეიძლება, და მგალობლები უნდა მოიყვანონ. ჩვენ ტაძარს ჰყავს გუნდი და თუ დაგჭირდებათ დაგვიკავშირდით.
ოღონდ როდესაც ეკლესიისგან რაიმე მსახურება გჭირდებათ დაუკავშირდით დროულად. მაგალითად ადამიანი რომ გარდაიცვლება იმავე დღეს უნდა დაუკავშირდეთ მოძღვარს და უთხრათ წესი აგება გსურთ თუ რა.
და ბოლოს ვინც ჯვრისწერის დროს მესურათეს და მედრონეს უფრო მეტ თანხას აძლევთ, ვიდრე ჯვრისწერის მთავრი საქმის აღმასრულებელ მღვდელმსახურს წირავთ. ლიმუზინებს რომ ქირაობა და დააჩაქჩაკებთ ამ დაბრეცილ გზებზე და მღვდლებს კაპიკებს სჩუქნით. ვინც ორმოცდაათიათასიან მანქანს ან სახლს აკურხებინებთ და მღვდელმსახურს შვიდ ან ათ ლარს წირავთ, ვინც ნათლობის სუფრაში ხუთიათას ხარჯავთ და ნათლობის აღმასრულებელ მღვდელს ხუთ ლარს წირავთ, მინდა გითხრათ რომ კარგად მოუსმინეთ იმ ხმას მაგ დროს შიგნიდან რომ გელაპარაკებათხოლმე, ეს თქვენც ძალიან დაგეხმარებათ და აღარც იმ მღვდლებისგან, რომ ამბობთხოლმე ამდენი და ამდენი მთხოვაო, ვეღარ ნახავთ ფულის თხოვნას“, – აღნიშნულია პოსტში.
