AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში მაია ნადირაშვილმა ისაუბრა 5 თვის წინ მომხდარი ავარიის შესახებ, რომლის შედეგადაც, მისი 20 წლის შვილი, მარიამ ჩაჩანიძე, კომატოზურ მდგომარეობაშია.
„ – მაია ნადირაშვილი: 6 ივნისის საღამო იყო, ჯერ კიდევ სამსახურში ვიყავი, როდესაც დამირეკეს, შენი შვილი ავარაში მოჰყვა. თავიდან მეგონა, უბრალო ავარია იყო… მითხრეს რატიანის კლინიკაში ჰყავთ გადაყვანილიო, გამოვიცვალე და გავიქეცი. გზიდან რომ გადავრეკე, უკვე გავიგე რომ მარიამი კომაში იყო… დღეს 5 თვე გახდა, რაც ამ მდგომარეობაშია. თავიდან, 24-ე დღეს კონტაქტში შემოვიდა, მაგრამ მერე შუნტირება დასჭირდა. თავში შუნტი რომ ჩაუდგეს, ამის შემდეგ მენინგიტი დაემართა, ნაწოლები გაუჩნდა, მერე შუნტმა გაჭედა და კიდევ ოპერაცია დასჭირდა. ამის შემდეგ, ისევ მენინგიტმა გაუმეორა. ამ წუთას უკონტაქტოა. მცირე რეაქციები კი აქვს, ან რომ გადააბრუნებ, ან თავზე შეეხები, ტირილს იწყებს…“ კითხვა განაგრძეთ ბმულზე.
