Tuesday, July 8, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

,,ჩემი პირველი ცოლი უცებ გახდა ავად, ღმერთს ვთხოვე, ჩემი სიცოცხლე წაიღე, ბავშვებს დედა დაუტოვე-მეთქი” – დათო ევგენიძე

December 5, 2023
„აღარც პავლე გვყავს მედროგე, ხვალ ვინ გვიმღერებს ვინ იცის…“ – დათო ევგენიძე

მუსიკოს დათო ევგენიძის ცხოვრება ბევრი ამოუცნობი და მისტიკური ამბით არის სავსე. ერთ-ერთი ისტორია მის პირველ ცოლს უკავშირდება.

-ჩემი პირველი ცოლი უცებ გახდა ავად, ბევრი წლის წინ. მაშინ არ იყო „ცე ჰეპატიტის“ ასეთი დიაგნოსტიკა. გაყვითლდა. დაუნიშნეს ,,ინტერფერონი”. ვუყურებ, თვალწინ მიქრება ცოლი, ფეხზე ვეღარ დადის, ვეღარ ჭამს. ჩემი მეგობარი ცხოვრობდა ისრაელში და ჰერცლის დიაგნოსტიკის ცენტრში წავიყვანე. ანალიზები რომ ჩავაბარეთ, პირველი, სადაც წავედით, მაცხოვრის საფლავი იყო. მარტო შევედი. თუ სიცოცხლეა წასაღები, ჩემი წაიღე და ბავშვებს დედა დაუტოვე-მეთქი, ვთხოვე.

მეორე დღეს ჩემი ცოლი გავარდისფრდა. მესამე დღეს შეჭამა, მეოთხე დღეს ზღვაში ბანაობა მოუნდა. ცხრა დღის შემდეგ პასუხზე ერთად მივირბინეთ და გვითხრეს, არაფერი სჭირსო. ყველა მეუბნებოდა, რომ აქ დაუშვეს შეცდომა. არაფერი შეცდომა არ დაუშვიათ. ოღონდ, ჩემი სიცოცხლე არ წაუღია ღმერთს.

შემდეგ მე და ჩემი ცოლი ერთმანეთს დავცილდით, აბსოლუტურად უმიზეზოდ. ბევრი წლის მერე, მოსკოვში შევხვდი ერთ ბერს, რომელიც ავადმყოფებს კურნავდა. ვიღაცამ მძღოლობა მთხოვა და ასე შემთხვევით მოვხვდი მასთან. ვინც ჩავიყვანე, იმას სიარული უჭირდა და შევყევი. რომ გამოვდიოდით, ერთი წამით გაჩერდიო, ბერმა მთხოვა. და ისეთი რამე მითხრა, შოკში ჩავვარდი. ღმერთს რატომ ევაჭრეთო? თავიდან ვერც მივხვდი, რას მეკითხებოდა. თქვენი რწმენა ღმერთის მიმართ არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ თქვენი სიცოცხლე არ შეგეთავაზებინათ და მხოლოდ გეთხოვათ, ძვირფასი ადამიანი გადამირჩინეო. ნათელმხილველი იყო, ჩემი ისტორია მომიყვა და თან ამიხსნა. მივხვდი, რომ შევცდი. ჩემი საქციელის შემრცხვა. აი, ამ რწმენაზე ვლაპარაკობ.

ძალიან ბევრი მეგობარია, რომლისთვისაც უდიდესი სიყვარული მიმიცია. და, მაგალითად, ჩემი წიგნების პრეზენტაციაზე არც ერთი მოსულა. რა მიზეზით არ მოვიდნენ? ცუდი არაფერი მომხდარა ჩვენ შორის, მაგრამ ბევრმა ადამიანმა, ვინც ჩემს სახლში გაიზარდა, შუა გზაზე მიმატოვა. მიზეზს ვერ ვხვდები. არც მინდა, რომ ჩავუღრმავდე. ამ მიზეზებს რომ მივხვდე, რაღაც მაგრად მეტკინება.

ჟურნალი “სარკე” 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მოიმკა ის, რასაც თესავდა ამდენი ხანი …“ – ვისზე საუბრობს იაგო ხვიჩია
  • თბილისში ავარიის შედეგად 17 წლის ბიჭი დაიღუპა – დეტალები
  • ეუთო/ოდირი საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge