სულ მალე ახალი წელი დადგება.
როგორი ფერებია აქტუალური 2024 წლისთვის და რომელი ფერებით უნდა შევხვდეთ მას?
ამ საკითხებზე „მეტრონომი“ მოდის ქართველ ექსპერტს, დალი ჩიტალაძეს ესაუბრა.
„2024 მწვანე ხის დრაკონის წელია. ამდენად, მწვანე ფერი ძალიან აქტუალურია, მაგრამ საერთაშორისო მოდის ინდუსტრიაში წლის ფერად წითელი და მუქი შინდისფერია განსაზღვრული.
წითელი ფერი დრაკონს უყვარს. ასე რომ, შეგიძლიათ წითელი და მწვანე ჩაიცვათ. აქტუალურია ასეთი ბრჭყვიალები.
რაც შეეხება ტრენდს, მოდის სამყაროში ის, რა თქმა უნდა, ყოველ წელს იქმნება. ზოგადად, XXI საუკუნეში ის ლიბერალური გახდა. გირჩევდით შეიმოსოთ ისეთი სტილის ტანსაცმლით, რომელიც თქვენს ტანზე იქნება მორგებული და უკეთ წარმოაჩენს თქვენი სხეულის იმ ნაწილს, რომელიც თქვენ მოგწონთ.
ამრიგად, ახალი წლისთვის აქტუალური ფერებია, მწვანე, წითელი, შინდისფერი და ლურჯი“, – თქვა დალი ჩიტალაძემ „მეტრონომთან“ ინტერვიუში.
