Monday, May 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ადვილად დაღლა, გულის აჩქარება, თმის ცვენა, ტუჩის კუთხეების დასკდომა, თვალის უპეების ჩაშავება – გიორგი ღოღობერიძე ამ სიმპტომების გამომწვევ ყველაზე ხშირ მიზეზს ასახელებს

December 4, 2023
🎥 როგორ ვუშველოთ მაღალ წნევას, ქოლესტერინს, ჭარბ წონას, დაბალ იმუნიტეტსა და გულის აჩქარებას მედიკამენტების გარეშე – გიორგი ღოღობერიძე გვასწავლის

ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში – „როგორ გადავრჩი“ – ადვილად დაღლის, გულის აჩქარების, თვის ცვენის, ტუჩის კუთხეების დასკდომის, თვალის უპეების ჩაშავების გამომწვევ ყველაზე ხშირ მიზეზს ასახელებს.

„თუ ადვილად იღლებით, გული გიჩქარდებათ, თმა გცვივათ, ტუჩის კუთხეები დაგისკდათ, თვალის უპეები ჩაგიშავდათ, ეს ყველაფერი შეიძლება რკინის დეფიციტით იყოს გამოწვეული, რადგანაც ამ შემთხვევაში სხეულში ჟანგბადი ძალიან ცოტაა და მის გარეშე ძალიან გვიჭირს.

რკინის დეფიციტს ძალიან ბევრი რამ შეიძლება იწვევდეს. მაგალითად, თუ ახალგაზრდა ქალებზე ვლაპარაკობთ, გოგონებში, როგორც წესი, ეს ჩივილები მენსტრუაციის დროს მოჭარბებული სისხლდენითაა გამოწვეული. თუ მენსტრუალური ციკლი 7 დღეზე მეტი დროის განმავლობაში გრძელდება, სისხლდენა 80 მლ-ზე მეტია, ამას შეუძლია რკინის დეფიციტი გამოიწვიოს. როგორც წესი, 40 მლ-ზე მეტ სისხლს არ უნდა კარგავდეთ და თავად მენსტრუაცია ტიპურად, 3-5 დღეზე, მაქსიმუმ 7 დღეზე მეტხანს არ უნდა გრძელდებოდეს. უფრო დიდი დროით როცა გრძელდება, მეტ სისხლს კარგავთ და ადვილად დაღლა, გულის აჩქარება, ტუჩის კუთხეების დასკდომა, თვალბუდეების ჩაშავება გივითარდებათ.

თუ უფრო დიდი ასაკის ქალზე ვისაუბრებთ, აქ შეიძლება იგივე ჩივილები საშვილოსნოს ფიბროიდებით, როგორც პაციენტები ეძახიან – კვანძებით იყოს გამოწვეული. ისინი ასევე სისხლდენებით ხასიათდებიან.

გარდა ამისა, თუ საუბარია კიდევ უფრო დიდი ასაკის ქალზე, ამ შემთხვევაში აღნიშნული ჩივილები არა უშუალოდ საშვილოსნოდან სისხლდენებით, არამედ მსხვილი ნაწლავიდან სისხლდენებით იყოს გამოწვეული. ასაკთან ერთად, მსხვილ ნაწლავში პოლიპები, სიმსივნეები ძალიან ხშირია და ისინიც სისხლდენებით ხასიათდებიან.

თუ საშუალო ასაკის მამაკაცებსა და ქალებზეა საუბარი, მათ შემთხვევაში რკინის დეფიციტი შეიძლება წყლულოვანი დაავადებებით იყოს გამოწვეული. მაგალითად, კუჭის წყლულით, თორმეტგოჯას წყლულით, რადგან მათ ქრონიკული სისხლდენები ახლავთ ხოლმე და პაციენტი მცირე-მცირე რაოდენობით სისხლს კარგავს და ეს ჩივილები უვითარდება.

შეიძლება ადამიანს არც წყლული, არც პოლიპები და არც სიმსივნეები ჰქონდეს, მაგრამ რკინას ნაწლავის ანთებითი დაავადების დროს მაინც კარგავდეს“, – ამბობს ღოღობერიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “თბილისში, ყოველდღიურად 1000-1100 ადამიანს აჯარიმებენ, რაც წელიწადში 400 000 პირია – 20 მილიონის შემოსავალი, რომელიც ბიუჯეტში ხვდება, უმეტესად იფლანგება და კახა კალაძის კეთილდღეობასა და კორუფციულ ინტერესებს ხმარდება” – ვასო ურუშაძე
  • “გამოიჩინეთ სიფრთხილე” – მეტეოროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს
  • “მინდა, იმედი ვიქონიო, რომ ფასების კლება მოხდება როგორც საშუალოვადიან, ასევე გრძელვადიან პერიოდში” – თენგიზ შარმანაშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge