მცხეთა-მთიანეთის რაიონში, სოფელ ციხისძირში, ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა.
ავტომობილი, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ, ჯერ ნაგვის ურნას დაეჯახა, შემდეგ ბორდიურს და შემდეგ კი ერთ-ერთი სახლის ეზოში შევარდა. მომხდარის შედეგად ავტომობილი აფეთქდა.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან ძმები, ტარიელ და გოჩა ბედოშვილები და მათი მეგობარი ლექსო ბუქური. ბედოშვილები ანანურიდან იყვნენ, ბუქური კი სოფელ ცივწყაროდან.
