Wednesday, July 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მიიღეთ 50 გრამი ნიგოზი დღეში, ორი კვირის განმავლობაში” – რა სიკეთე მოაქვს კაკალს ქალის ჯანმრთელობისთვის

December 1, 2023
“მიიღეთ 50 გრამი ნიგოზი დღეში, ორი კვირის განმავლობაში” – რა სიკეთე მოაქვს კაკალს ქალის ჯანმრთელობისთვის

ეს პროდუქტი საყოველთაოდ ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ადამიანებისთვის. ის არის წყარო გულისა და ტვინის, თმისა და ფრჩხილებისთვის საჭირო ელემენტების. თუმცა აღმოჩნდა, რომ ქალებისთვის მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ჯანმრთელობისა და დღეგრძელობისთვის, როგორც წესი, აუცილებელია სწორი კვება, მოწესრიგებული დღის რეჟიმი, ძილი. სპეციალისტები ამბობენ, რომ კიდევ ერთი ჯანსაღი ჩვევა უნდა ჩართონ ამ ყველაფერში ქალებმა – რეგულარულად მიიღონ თხილეული. თხილეულის გამოყენება დაკავშირებულია მეორე ტიპის დიაბეტის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების ნაკლებ რისკთან. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ თეორიას, რომ თხილეული სიცოცხლეს ახანგრძლივებს. განსაკუთრებით გამოყოფენ ნიგოზს. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ნიგოზი კარგი დამხმარეა იმ ქალებისთვის, რომლებსაც სარძევე ჯირკვლის სიმსივნე აქვთ.

მარშალის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ დღეში 50 გრამი კაკლის მიღება დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში, ამცირებს სარძევე ჯირკვლის სიმსივნის განვითარებას ან ამ დაავადების წარმოქმნის რისკს.

0003-18892816791643222818-1701413329.jpeg

კაკალში არის ნივთიერება სახელად პედუნკულაგინი, რომელიც ორგანიზმში უროლიტინად მეტაბოლიზდება. უროლიტინები დაკავშირებულია ესტროგენის რეცეპტორებთან და სარძევე ჯირკვლის სიმსივნის წინააღმდეგ შეუძლიათ მოქმედება.

გარდა ამისა, თხილეული და ნიგოზი ეფექტური დამხმარეა დიეტების დროს. მდიდარია ომეგა-3-ით, რომელიც ააქტიურებს ცხიმების წვის პროცესს. საკვებში ნიგვზის გამოყენება ე.წ. ცუდი ქოლესტერინის დონესაც დაბლა სწევთ და ასევე, ამცირებს არტერიულ წნევას, ასევე დადებითად მოქმედებს ალცჰაიმერის და პარკინსონის დაავადების განვითარების საწინააღმდეგოდ. ბევრი დიეტოლოგი აქტიურად რთავს რაციონში თხილს, კაკალს, გოგრის და მოუხალავი მზესუმზირის მარცვლებს, რადგან გარდა იმისა, რომ ისინი ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს, ადვილადაც ანაყრებს. კარგი შემცვლელია ცომეულის და ტკბილეულის, თუმცაღა, რასაკვირველია, საუბარია ზომიერ გამოყენებაზე, რადგან გადამეტება არც ამ პროდუქტის შემთხვევაში შეიძლება.

 

წყარო:მშობლები

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გორში 20 წლის ახალგაზრდა დაჭრეს – რა ხდება ცნობილი
  • ბათუმში მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა
  • “სიტყვები უძლურია მწუხარების გამოსახატავად”- ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge