Monday, May 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მეუღლე სასამართლოში გავიცანი და მომეწონა… ჩემი ორივე შვილი ამერიკაში დაიბადა” – ალუ­და ღუ­დუ­შა­ურის პირადი ცხოვრება და გზა პოლიციიდან პარლამენტამდე

December 1, 2023
“მეუღლე სასამართლოში გავიცანი და მომეწონა… ჩემი ორივე შვილი ამერიკაში დაიბადა” – ალუ­და ღუ­დუ­შა­ურის პირადი ცხოვრება და გზა პოლიციიდან პარლამენტამდე

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალ „გზას“ ვრცელი ინტერვიუს მისცა.

პარლამენტარმა ისაუბრა ბევრ თემაზე: ოჯახზე, მეუღლეზე, შვილებზე, კარიერაზე.

„ – მეუღლის შესახებ რას იტყვით?

– მაშინ უკვე ადვოკატი ვიყავი, ერთ-ერთი კომპანიის ინტერესებს ვიცავდი და საბუთების წარდგენის დროს სასამართლოში გავიცანი. ძალიან მომეწონა, შემიყვარდა და დავქორწინდით კიდეც. პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. ჩემსავით, ისიც სულ სწავლა-განათლებაშია, ახლა იურიდიულს ამთავრებს, თან ერთ-ერთი კერძო კომპანიის იურისტია.

– ე.ი. იურისტების ოჯახს წარმოადგენთ.

– დიახ, ასეა. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია, თანაც – იმერელი: დიპლომატიის ცოდნა და გენეტიკა საშუალებას აძლევს, სამ მოხევესთან ურთიერთობა დააბალანსოს. კარგად გამოსდის, გვიძლებს.

– პოლიციელებს მოქმედების არეალი შეუზღუდეს თუ კრიმინალთან რეალური ბრძოლის საშუალება მისცეს? მეც კარგად მახსოვს 90-იანი წლები, ქუჩაში დაყაჩაღებული ხალხი, გაძარცული ბინები, გატაცებული ადამიანები, მოპარული ავტომობილები… შემდეგ ქუჩებიდან უცებ გაქრნენ კრიმინალები და “ბირჟავიკი” ბიჭები. სხვათა შორის, ამ “ბირჟავიკებიდან” ბევრმა ახალგაზრდამ ცხოვრების წესი შეიცვალა და სამხედრო სამსახურსა და პოლიციაშიც კი დასაქმდნენ…

– კი, ნამდვილად ასე იყო, არ ვდაობ, მაგრამ რის ფასად დაგვიჯდა ეს ყველაფერი?! ნიუ-იორკშიც იყო ასეთი პერიოდი. ამერიკელები “ჩამსხვრეული ფანჯრის პრინციპს” ეძახიან. 20-იანი წლების დასაწყისში უკონტროლო სიტუაცია იყო, კრიმინალების ნამდვილი თარეში. ამიტომ სახელმწიფომ პოლიციას უფლებები გაუზარდა და ქუჩაში ადამიანების უსაფუძვლოდ, უმიზეზოდ გაჩერების, გაჩხრეკის უფლება მისცა. შემდეგ ნელ-ნელა დალაგდა ყველაფერი. მესმის, 90-იანი წლების საქართველოსაც სჭირდებოდა მკაცრი ხელი, მაგრამ ადამიანების თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე არ უნდა გაკეთებულიყო ეს ყველაფერი.

– იმ პერიოდში გავეშებული კრიმინალის მოთოკვა სხვაგვარად იყო შესაძლებელი?

– კი, იყო. ამის მაგალითია შევარდნაძის მიერ “მხედრიონის” ალაგმვა. ისე უმტკივნეულოდ გასწიეს ეს ხალხი გვერდზე, ფართო საზოგადოებამ ვერაფერი გაიგო. სააკაშვილის გუნდმა ძალიან გადააჭარბა, ძალაუფლებით ტკბობაში შევიდნენ. ინსტიტუცია აღარ არსებობდა, კონკრეტული ადამიანები თავად ვეღარ იღებდნენ გადაწყვეტილებებს, პოლიციელები რიგითი შემსრულებლები გახდნენ. ამიტომ დავწერე ჩემი ხელით განცხადება, წამოვედი პოლიციიდან და საადვოკატო საქმიანობა დავიწყე. სახელმწიფო შემთხვევით დაწინაურებულ კლასს საშუალებას აძლევდა, შეურაცხყოფა მიეყენებინა სხვა ადამიანებისთვის. ქურდული სუბკულტურა სახელმწიფომ ჩაანაცვლა და ეს გაცილებით შემზარავი იყო. ჩვენ ვწვალობდით, ვშრომობდით, უცხოეთში მივდიოდით კვალიფიკაციის ასამაღლებლად და რა გველოდა?!. ან უცხოეთში უნდა დავბრუნებულიყავით, ან სამშობლოში “მეგის ქარდავა” გავმხდარიყავით. მე არ მინდოდა განათლების მიღება და დაწინაურება იმისთვის, რომ მერე სხვები დამეჩაგრა ჩემი სურვილით ან სხვისი დავალებით.

– რატომ არ დარჩით ამერიკაში?

– იმიტომ, რომ ჩემს სამშობლოში მინდა ცხოვრება. არ შემიძლია ყაზბეგის გარეშე… ჩემი როლი ამ უსამართლობასთან ბრძოლაში დავინახე. როდესაც ამა თუ იმ პირს ვიცავდი, პროკურატურა პირდაპირ მეუბნებოდა, გვერდზე გაიწიეო. სასამართლოში არც ტელეფონის შეტანის საშუალებას გვაძლევდნენ, არ ლეპტობის, კამერებზე ხომ საუბარიც ზედმეტი იყო. ძალმომრეობით ცდილობდნენ, ხალხი მორჩილებაში ჰყოლოდათ, რასაც დიდწილად მიაღწიეს კიდეც. თითქმის ყველა ოპოზიციონერი ლიდერი გაანეიტრალეს ან მოისყიდეს, თქვენი კოლეგების დევნა დაიწყეს… ადამიანები დანაშაულს იბრალებდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი ან ოჯახის წევრების სიცოცხლით ვერ რისკავდნენ…“ კითხვა გაანგრძეთ ბმულზე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისიდან ზუგდიდის, ჭიათურისა და ბაკურიანის მიმართულებით მგზავრობა 5 ლარით გაძვირდა
  • გელა ხასაია დაზარალებულის სტატუსის მქონე პირმა სხდომათა დარბაზში ვერ იცნო
  • ჯარიმა თუ პატიმრობა – ლევან ჯობავას საქმეზე გადაწყვეტიელბა, სავარაუდოდ, 6 მაისს გახდება ცნობილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge