ოპერის მომღერალი თამარ ივერი სოციალურ ქსელში ეხმაურება ივერი მელაშვილის გათავისუფლებას:
“რა ხდება, ვერ ვხვდები… ახლა შემოვედი აქ და აქაური პოსტებით თუ ვიმსჯელებთ… ადამიანს ნათლად უთქვია ტელევიზიით “დავით გარეჯი საქართველო არ არისო” და გმირად აცხადებენ, გირაოს თანხას უგროვებენ? იქნებ ამიხსნას ვინემ?
ახლა ვნახე, ჯობდა არც მენახა “ეროვნული გმირი.” რამდენი ათასზეა შეგროვილი გირაო ნეტავ? ამ ბოდვაზე დარბაზის ნულოვანმა “რეაქციამ” ხომ საერთოდ პირი დაგვაღებინა ხალხს”, – წერს თამარ ივერი.
ცნობისათვის, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლე ლელა კალიჩენკომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა. ამასთან, სასამართლომ იცერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყრნების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.