ცოტა ხნის წინ, ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონმა, ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ლუკა ელდარ კურტანიძემ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა. პოსტი ჭიდაობის ფედერაციისა და მისი პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის მხრიდან კურტანიძისადმი დამოკიდებულებას ეხება.
აღნიშნულ თემას facebook-ზე „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია გამოეხმაურა.
„ძალიან ბევრი “ახია ამაზე” შემიძლია ჩემი პოზიციის კაცმა დავწერო ამაზე, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ. სრულიად სამარცხვინო, არაადამიანური და უბრალოდ ბანდიტური დამოკიდებულებაა ფედერაციის და სახელმწიფოს მხრიდან.
ნაძირლები“, – წერს გვარამია.
კურტანიძის პოსტი წაიკითხეთ ბმულზე.