„მსოფლიოში აღიარებული ქართველი მეცოსოპრანო ნინო სურგულაძე მისი ცხოვრების მთავარ ამბებს გვიყვება, თუ როგორ გადადგა პირველი ნაბიჯები ხელოვნებაში, გადაღებები, კონცერტები, ფესტივალები, გამარჯვება ბარსელონაში და ლა სკალა, რასაც წარმატების გრძელი და საინტერესო გზა მოჰყვა. მისი საქმიანობის გარდა, ნინო ოჯახზე,- ტყუპის დაბადებით გამოწვეულ ბედნიერებაზე, მშობლებსა და იმ საქველმოქმედო ფონდზე გვიამბობს, რომლის კონცერტებზეც საქართველოში არაერთი ცნობილი ხელოვანი მოიწვია, მათ შორის სოფი ლორენი და მისი ვაჟი.
“მეტიჩარათი” შეცვლილი ბავშვური სამყარო
– ყველა ადამიანის ბიოგრაფია საიდანღაც იწყება, რაღაც მნიშვნელოვანი ხდება, რაც მის ცხოვრებაში ყველაფერს ცვლის. აქტიური, ენერგიული ბავშვი ვიყავი. ჩემს ოჯახში ყველა მეცნიერი იყო: ბებია ექიმი, მამა ფიზიკოსი, დედა ნეიროფიზიოლოგი. თავიდან ექსპერიმენტულ სკოლაში ვსწავლობდი, მაგრამ 7 წლის ასაკიდან ხელოვნების სკოლაში სწავლა მომინდა, სადაც არაჩვეულებრივ მიუზიკლებს ვდგამდით და უკვე იმ დროიდან პატივი მერგო, ფილარმონიაში სცენაზე ვმდგარიყავი…“ კითხვა განაგრძეთ ბმულზე.
