Saturday, July 12, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“მე უბ­რა­ლოდ ვი­ჯე­ქი და გათ­ბო­ბას ვცდი­ლობ­დი” – სე­ნა­ტო­რი ბერ­ნი სან­დერ­სი

January 29, 2021
“მე უბ­რა­ლოდ ვი­ჯე­ქი და გათ­ბო­ბას ვცდი­ლობ­დი” – სე­ნა­ტო­რი ბერ­ნი სან­დერ­სი

სე­ნა­ტო­რი ბერ­ნი სან­დერ­სი აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, ჯო ბა­ი­დე­ნის ინა­უ­გუ­რა­ცი­ის ცე­რე­მო­ნი­ის მთა­ვა­რი ვარ­სკვლა­ვი გახ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ინა­უ­გუ­რა­ცი­ი­დან უკვე საკ­მაო დრო გა­ვი­და, ბერ­ნის ცნო­ბილ ფო­ტოს­თან და ხელ­თათ­მა­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მი­მე­ბი არ წყდე­ბა. ყო­ველ დღე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ახალ-ახალ სა­ხა­ლი­სო ფო­ტოს ვხე­დავთ.

ალ­ბათ, გა­ინ­ტე­რე­სებთ რა რე­აქ­ცია ჰქონ­და თა­ვად სე­ნა­ტორს მი­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ინა­უ­გუ­რა­ცი­ის შემ­დეგ ბერ­ნი სეთ მე­ი­ე­რის ღა­მის შოუს ეს­ტუმ­რა, სა­დაც 79 წლის პო­ლი­ტი­კოსს მი­მებ­ზე ჰკი­თხეს. წამ­ყვა­ნი ასე­ვე იმი­თაც და­ინ­ტე­რეს­და, თუ რა­ტომ იჯდა ბერ­ნი ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე ისეთ ფორ­მა­ში:

“მე უბ­რა­ლოდ ვი­ჯე­ქი და გათ­ბო­ბას ვცდი­ლობ­დი, ვცდი­ლობ­დი ყუ­რა­დღე­ბით დავკვირ­ვე­ბო­დი მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს“, – თქვა სე­ნა­ტორ­მა. მან­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ხელ­თათ­მა­ნე­ბი ვერ­მონ­ტელ­მა ქალ­მა მო­უქ­სო­ვა, რო­მე­ლიც “უაღ­რე­სად წე­სი­ე­რი და კე­თილ­შო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნია.” სან­დერ­სის თქმით, მისი ხელ­თათ­მა­ნე­ბის ავ­ტო­რი სკო­ლის პე­და­გო­გია.

ახლა კი, როცა ასე­თი აჟი­ო­ტა­ჟია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ქა­ლის მი­მარ­თაც უფრო დიდი ყუ­რა­დღე­ბაა, რის გა­მოც ის ცოტა აღელ­ვე­ბუ­ლია.

რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით მე­დი­ა­ში და­ი­წე­რა, სე­ნა­ტო­რის ხელ­თათ­მა­ნე­ბის ავ­ტო­რი უამ­რავ შეკ­ვე­თას იღებს, თუმ­ცა არ შუძ­ლია ხელ­თათ­მა­ნი ყვე­ლა მსურ­ველს მო­უქ­სო­ვოს, რად­გა­ნაც მო­თხოვ­ნა ისე­თია, რომ მათი დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა უბ­რა­ლოდ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შოუს წამ­ყვან­მა ბერ­ნის რამ­დე­ნი­მე პო­პუ­ლა­რუ­ლი მიმი უჩ­ვე­ნა, რა­ზეც სე­ნა­ტორ­მა გუ­ლი­ა­ნად გა­ი­ცი­ნა და თქვა, რომ ყვე­ლა მათ­გა­ნი ნა­ნა­ხი ჰქონ­და.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ერთ-ერ­თმა ხე­ლო­ვან­მა ბერ­ნის თო­ჯი­ნა შექ­მნა. თო­ჯი­ნა აუქ­ცი­ონ­ზე 20 000 დო­ლა­რად გა­ი­ყი­და.

"მე უბ­რა­ლოდ ვი­ჯე­ქი და გათ­ბო­ბას ვცდი­ლობ­დი" - სე­ნა­ტო­რი ბერ­ნი სან­დერ­სი

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ბერ­ნიმ პო­პუ­ლა­რო­ბა ქველ­მოქ­მე­დე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნა, მან შექ­მნა ჰუ­დე­ბი და მა­ი­სუ­რე­ბი თა­ვი­სი ფო­ტოს პრინ­ტით, რო­მელ­ზეც წარ­მო­უდ­გენ­ლად დიდი მო­თხოვ­ნაა, შე­სულ თან­ხას კი სე­ნა­ტო­რი ქველ­მოქ­მე­დე­ბას ახ­მარს. ჰუ­დის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 45 დო­ლა­რია.

"მე უბ­რა­ლოდ ვი­ჯე­ქი და გათ­ბო­ბას ვცდი­ლობ­დი" - სე­ნა­ტო­რი ბერ­ნი სან­დერ­სი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზურაბ ჯაფარიძის დედა გარდაიცვალა
  • რიკოთზე ტრაილერი გადაყირავდა და მსუბუქი ავტომობილი მოიყოლა – ახალი დეტალები
  • ავარია რიკოთზე – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge