ტელეწამყვანი ნათია ლაზაშვილი ახლა „რუსთავი 2“-ის გუნდის წევრია. მისი კარიერული აღმასვლა ამ ტელევიზაში წლების წინ დაიწყო, თუმცა გასული 13 წლის განმავლობაში ის სხვა სივრცეში ცდიდა ბედს. 2019 წელს, როდესაც „რუსთავი 2“-ში ძირეული ცვლილებები განხორციელდა არხზე კვლავ დაბრუნდა.
წარმატებული ჟურნალისტის უკან ცხოვრების ბევრი საინტერესო დეტალი დგას, რომელზეც ტელეწამყვანი საჯაროდ საუბარს ყოველთვის ერიდება.
კარიერა
ჟურნალისტი ნათია ლაზაშვილი 1995 წლიდან სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2″-ის პროგრამა კურიერის წამყვანი იყო, 2006 წელს მან ტელევიზია კოლეგებთან ერთად პროტესტის ნიშნად დატოვა.
2012 წლიდან კი, 6 წლიანი პაუზის, შემდეგ ნათია ლაზაშვილი ტელევიზიას დაუბრუნდა და მაყურებელმა ის „მეცხრე არხის” ეთერში იხილა. მეცხრე არხი ნათია ლაზაშვილმა 2012 წლის ოქტომბერში დატოვა.
2013 წელს კი, ჟურნალისტი ნათია ლაზაშვილი საქართველოს მთავრობის კანცელარიაში PR-ის საკითხებში პრემიერის აპარატის მრჩეველი გახდა.
2019 წელში კი 13 წლიანი პაუზის შემდეგ ლაზაშვილი კლავ „რუსთავი 2“-ში დაბრუნდა.