იაკობ გოგებაშილის მოთხრობის “იავნანამ რა ქმნა” მიხედვით 1994 წელს ნანა ჯანელიძემ გადაიღო ზღაპარივით ლამაზი მხატვრულ ფილმი “იავნანა”, რომელშიც აჟღებული დაუვიწყარი იავნანა აგერ უკვე 27 წელია პატარების ძილისპირულის შემადგენელი ნაწილია.
ფსიქოლოგებმა პატარები ორ ნაწილად დაჰყვეს: ერთი ნაწილი მისი მოსმენისას მალევე იძინებს, მეორე ნაწილს კი, თამრიკო ჭოხონელიძის ეს ემოციური ნამღერი, ისე აღელვებს, რომ ცრემლს გვრის.
ფილმის გადაღებიდან 27 წელი გავიდა. რეჟისორმა ის ძალზედ არეულ, 90-იან წლებში გადაიღო, ეუბნებოდნენ, რა დროს იავნანააო, მაგრამ დღეს ხომ ასეთი ჯადოსნური ფილმი და საოცარი იავნანა არ გვექნებოდა.
ნანა ჯანელიძე: – ეს იავნანა ჯანო კახიძემ დამიწერა. პირველად მივედი გია ყანჩელთან, მინდა თქვენ იყოთ ფილმის კომპოზიტორი-მეთქი. გიამ მითხრა, ეს ჩემი თემა არ არის. ჯანოსთან მიდი და არანჟირებაში აუცილებლად ჩართოს ვატოო. ვატომ არა მხოლოდ გაორკესტრება, არამედ არაჩვეულებრივი შობის გალობაც დაწერა ამ ფილმისთვის. ეს იავნანა კი დაწერა ჯანომ.
ჯანომ ჩაწერა რამდენიმე მომღერალი, მათ შორის ოპერის მომღერალიც. პირველად მან თავად იმღერა სასაცილოდ, ყველა სიტყვა ეშლებოდა, აკორდებიც. ჩაწერა თმრიკო ჭოხონელიძეც. მახსოვს, დავიჯინე, ეს უნდა იმღეროს თამრიკომ-მეთქი. მის ნამღერში იყო რაღაც იდუმალი. სამყაროსეული მისტერია, რომელიც დედასა და შვილს შორის არსებობს. სხვების ნამღერი იყო ჩვეულებრივი საესტრადო შესრულება. თამრიკომ მისცა ამ სიმღერას რაღაც განსაკუთრებული.
ფილმი ამ სიმღერამ დაბადა. მისი შექმნიდან სამი წელი რომ გავიდა, მე ისევ ვერ ვიღებდი ფილმს, უფულობის გამო. მაშინ ვთქვი, თუ ჩვენი გამოსახულება იქნება ისეთი, როგორიც ეს სიმღერაა, მაშინ ეს ფილმი შედგება-მეთქი.
ჯანოს მარტივად ნამღერი რომ ვატომ გააორკესტრა, აი, მაშინ უკვე ვარსკვლავები დაეშვნენ. მერე შეუერთდა თამრიკო. ყველა თავის სისხლის წვეთს დებდა და ასე თანდათან დაიბადა “იავნანა”. ახლა მე ვაძინებ ჩემს მეოთხე შვილიშვილს იავნანათი. აქამდე არავისთვის არ ჩამირთავს… და ყოველ ღამე ვაფასებ, ეს რა საოცრება გააკეთეს-მეთქი.
“შენი დილის” ეთერში თამრიკო ჭოხონელიძემაც გაიხსენა ამ იავნანის ჩაწერის და ემოციების შესახებ.
კითხვის გაგრძელება