სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს რომ მოქალაქემ ყვავილების გამყიდველ ბიჭუნას 500 ლარი აჩუქა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ამასთან დაკავშირებით facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა ახალგაზრდა ქალმა, ზიზი ჭელიძემ, რომელმაც აღნიშნული ვიდეოს მიხედვით, უცნობ ბავშვს ფულადი დახმარება გაუწია.
„მოკლედ მთელი დღეა შინაგანად მაკანკალებს ამდენი ემოცია ჩემთვის ძალიან რთულია😢დამიჯერეთ კომენტარებსაც ვერ ვკითხუოიბ, მაგრამ იმდენი მწერს პირადში და იმდენი აზიარებს რომ რთულია გვერდი აუარი ამ ამბავს 🥹ჩემი სიმართლის მტკიცებას არ ვაპირებ რადგან ვინც საჭიროა და ვინც ჩემთვის რამეს წარმოადგენს ყცელამ იცის რიგორი ხასიათი მაქვს 🙏არაფერს ვნანობ და ვაპირებ ამ ბავშვს მივაკითხო და ერთად ჩავწერთ ძალიან კარგ ვიდეოს რასაც ვერავინ გააპროტესტებს 👌მე მინდა ყველა უცნიბს თუ ნაცნობს დიდი სიყვარულით მადლობა გადავუხადო ამ სიტყვებისთვის! ამ სიყვარულისთვის❤️მივხვდი რომ ტყუილად არ მიკეთებია ამდენი რამ ! მიყვარხართ მე თქვენ ძალიან და მომიტევეთ თუ გაგაღიზიანეთ 🙏🙏“, – აღნიშნულია პოსტში.