სტეფანწმინდის გიმნაზია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
“სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიის თანამშრომლები და მოსწავლეები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ნაზი ჩოფიკაშვილის გარდაცვალების გამო. ნაზი მასწავლებელი მრავალი წლის მანძილზე ასწავლიდა გიმნაზიაში. მან მრავალი თაობა აღზარდა. ამქვეყნიდან მისი უდროოდ წასვლა ნამდვილად დიდი დანაკლისია ხევისთვის 😔 უფალმა ცათა სასუფეველი დაგიმკვიდროს ნაზი მასწავლებელო 😔♥️ მადლობა!”
