გუშინ საგარეჯოში სასტიკი მკვლელობა მოხდა. კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, ამჟამინდელი ქმარი კი მოკლა.
როგორც გაირკვა, მოკლული მამაკაცი, 35 წლამდე ასაკის ხეირ ხაბაროვია.
პოლიცია ამ დრომდე ეძებს მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილ 36 წლის იაშარ ჯაფაროვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109- ე მუხლით მიმდინარეობს.
