რამდენი რამის თქმა მინდა და ძალა არა მაქვს, რომ სიტყვებით გადმოვცე – “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი დავით თარხან-მოურავის შვილის გარდაცვალებას ემოციური პოსტით ეხმაურება.
“დათო თარხან- მოურავის შვილი- იორამი, ჩვენი იორამი გამორჩეულად წესიერი და ღირსეული ადამიანი იყო. საქართველოს მოყვარული, სიკეთის ჩუმად მკეთებელი, უანგარო, მეგობრობაში- ერთგული და თავდადებული, ღვთისნიერი შვილი, ძმა, შვილიშვილი… ჩვენი და ჩემი გულშემატკივარი, მზრუნველი… უთქმელად ესმოდა, რა გიჭირს, როდის გჭირდება დახმარება და როდის გიხარია… შენი სიხარულის თანამოზიარეც იყო და შენი ტკივილისაც. დიდი ბუნების კაცი იყო ჩვენი იორამი. ადამიანის ყველა საუკეთესო თვისება იყო განხორციელებული მასში. ნამდვილი ღვთის შვილი იყო. რამდენი რამის თქმა მინდა და ძალა არა მაქვს, რომ სიტყვებით გადმოვცე, რასაც ვფიქრობ და განვიცდი…”
