მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
„მშვენიერი ამბავი მაქვს თქვენთვის, ამაღამ ზღვაზე ტალღის სიმაღლე დაიწყებს შემცირებას, აღმოსავლეთში კი ქარის სიჩქარე შესუსტდება.
28 ნოემბრის – შუადღიდან საქართველოში გამოიდარებს, ნალექი შეწყდება და მზე გამოანათებს.
ტემპერატურა ხვალვე არა, მაგრამ ნელნელა +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს და უახლოეს დღეებში გაავდრებას აღარ ველოდებით.
მეტეოროლოგი – კობა ფარტენაძე“, – წერს ის.
