Saturday, July 12, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

აღმოჩენილია შავი მოცხარის მოულოდნელი სარგებელი

November 27, 2023
აღმოჩენილია შავი მოცხარის მოულოდნელი სარგებელი

ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შავი მოცხარი ამცირებს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს.
კვლევის18-დან 70 წლამდე მონაწილეები დაიყვნენ ორ ჯგუფად. პირველი ყოველდღიურად სვამდა სასმელს შავი მოცხარის ფენოლებით და ციტრუსის პოლიფენოლებით, მეორე კი პლაცებოს.

ექსპერიმენტის ბოლოს აღმოჩნდა, რომ პირველი ჯგუფის მონაწილეებს სისხლში ინსულინის დონე დაქვეითებული ჰქონდათ. სწორედ ინსულინი ახდენს უჯრედებში გლუკოზის (შაქარს) ტრანსპორტირებას. უჯრედები შეიძლება გახდეს რეზისტენტული მის მიმართ და შეწყვიტოს რეაგირება ინსულინზე. ამ შემთხვევაში სისხლში გროვდება გლუკოზა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარება.

რას შეიცავს შავი მოცხარი

ხურტკმელისებრთა ოჯახში შედის. შავი მოცხარი 1,5 მ-მდე სიმაღლის ბუჩქია, 3-5 ნაკვთიანი სურნელოვანი ფოთლებით, რომელნიც ზემოდან მუქი მწვანეა, ქვემოდან კი უფრო მკრთალი, ძარღვების გაყოლებით ბუსუსიანი. ყვავილები მოწითალო რუხია, ფართო ზარისებრი, სიგანეში 1 სმ-მდე, 5-10 ცალი შეკრებილია თავჩაქინდრულ მტევნად, ნაყოფები შავია, იშვიათად შავი-მონაცრისფრო, ბურთისებრ მრგვალი, 1 სმ-მდე დიამეტრში. ყვავის მაის-ივნისში, ზოგან უფრო ადრეც, მის მიხედვით თუ რა სიმაღლეზე იზრდება ზღვის დონიდან. სხვადასხვა პირობებში ერთ ჰექტარზე 50-დან 300 კგ-მდე მოსავალს იძლევა, საუკეთესო პირობებში კი 1850 კგ/ჰექტ. ნაყოფები ივლის-აგვისტოში მწიფდება. ფართოდ კულტივირებული ბუჩქია.

ნაყოფები შეიცავს 10-13 პროცენტ შაქრებს, 2,6-3,7 პროცენტ თავისუფალ მჟავებს (ლიმონის, ვაშლის, ღვინის), 1 პროცენტამდე პექტინურ ნივთიერებებს, მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს, P, B1 და A ვიტამინებს, განსაკუთრებით მდიდარია C ვიტამინით (1400-1500 მგ პროცენტი, კულტივირებულ ფორმებში – 4000-მდე მგ პროცენტი). ამ მხრივ იგი მხოლოდ ასკილსა და აკტონდიას ჩამორჩება, ნაყოფები იჭმება ხილად, აგრეთვე ხარშავენ მურაბას, ხილფაფას, კისელს, კომპოტს და ამზადებენ გამაგრილებელ სასმელებს. მაღალ ტემპერატურაზე ვიტამინი C იშლება, ამიტომ შესანახად შაქრის ფხვნილში ურევენ და ისე ინახავენ, ნაყოფებს ტემპერატურული დამუშავების გარეშე. განთქმულია შავი მოცხარის ღვინოები, რომელთაც ყირგიზეთის და ყაზახეთის ქარხნები უშვებენ. ფოთლები და კვირტები 0,7 პროცენტ ეთერზეთს შეიცავენ და იხმარება ნაყენების და ლიქიორების წარმოებაში. ფოთლები ბურახის, სოკოების, კიტრის და პომიდვრის დამწნილებისას მათი არომატიზირებისათვის იხმარება.

შავი მოცხარის ნაყოფები და ფოთლები გამოიყენება ავიტამინოზის დროს. ხალხურ მედიცინაში ნაყოფებს იყენებენ ოფლმდენ, კუჭაშლილობის საწინააღმდეგო და შარდმდენ საშუალებად. ფოთლებს კი რევმატიზმის სამკურნალოდ, ოფლმომგვრელად დიათეზის საწინააღმდეგოდ იყენებენ.

შავი მოცხარის ნაყოფს იყენებენ აგრეთვე სისხლნაკლოვანების, მადის მოსაგვრელად, ხველების დროს. ხალხურ მედიცინაში შავი მოცხარის ნაყოფებისა და ფოთლების გამონახარშს იყენებენ ხველების, ჰიპერტონიის, რევმატიზმის წინააღმდეგ, აგრეთვე როგორც ოფლმომგვრელ და შარდმდენ საშუალებას. ფოთლებისა და კვირტების ნაყენი გამოიყენება როგორც სუსტი გამხსნელი, სიყვითლის და სისხლნაკლოვანების საშუალება. ზოგჯერ ნაყოფების, ფოთლების და ქერქის ნაყენს იყენებენ ნივთიერებათა ცვლის მოშლის დროს, გაციებისა და ყივანა ხველის, საშარდე ბუშტის დაავადების და თირკმლის კენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ. კუჭის წყლულის დროს ნაყოფების წვენს სვამენ და დაახლოებით 60-90 გ დღეში სამჯერ.

შავი მოცხარის ფოთლებს, კვირტებს და ნაყოფებს, ეთერზეთთან ერთად, დეზინფექციის თვისებები გააჩნია, ფოთლებისა და ნაყოფების პრეპარატი სპობს დიზენტერიის ჩხირებს.
წყარო:მკურნალი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზურაბ ჯაფარიძის დედა გარდაიცვალა
  • რიკოთზე ტრაილერი გადაყირავდა და მსუბუქი ავტომობილი მოიყოლა – ახალი დეტალები
  • ავარია რიკოთზე – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge