რეპერი ლექსო ქავთარაძე, იგივე ლექს-სენი „თბილისელებთან“ ინტერვიუში თავისი ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ საუბრობს.
ლექს-სენის თქმით, მან ძალიან კრიზისული პერიოდი გაიარა.
„ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ყველაზე რთული ცხოვრება მაშინაა, როცა ჯანმრთელობის პრობლემებს ეჯახები. როცა ამ მხრივ არასტაბილური მდგომარეობა გაქვს, ეს ყველაზე ცუდია, ყველაფერში გიშლის ხელს. ჩემს შემთხვევაში პანიკური შეტევები იყო პრობლემა. ეს გემართება და არასდროს გადის. სულ მკურნალობა სჭირდება. ერთხელ რომ დაგემართება, უნდა იცოდე, რომ მომავალში მუდმივად ყურადღებით უნდა იყო. ახლაც მქონდა და რამდენიმე დღეა, რაც გამოვედი მდგომარეობიდან. გადაღლა, ემოციური ფონი, ბევრი ფაქტორია, რომელიც მასზე მოქმედებს და მერე უკვე ავადმყოფობამდე მიდიხარ. ერთი პერიოდი ძალიან კრიზისული იყო, საბედნიეროდ, გადავლახე და ამის შემდეგ ეს მდგომარეობა სტაბილურად უნდა მართო…“ – თქვა ლექს-სენმა.
