Mozaikanews.ge-ს ცნობით, ავტობანზე ავარია მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, მინიმუმ 5 მანქანა დაიმტვრა.
„კასპიდან გორამდე მონაკვეთზე, მინიმუმ 5 მანქანა დაიმტვრა. ერთ-ერთი მიზეზი ეს უამინდობაც არის“, – უთხრა თვითმხილველმა აღნიშნულ მედიას.
“მაგ მონაკვეთზ ორი ავარია მოხდა. ორივე შემთხვევაზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო”, – განაცხადეს შსს-ში.
უწყების ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.
