„ბათუმელების“ ინფორმაციით, 25 ნოემბერს, ბათუმში, 6 ნომერ ავტობუსში, რადიატორი გასკდა და ბავშვი დაიწვა.
6 წლის ბავშვის დედამ „ბათუმელებს“ განუცხადა, რომ ბიჭს ორივე ფეხი აქვს დამწვარი.
„ღამის საათებში სახლში მივდიოდით. შემაღლებული სკამები რომ არის იქ ვისხედით, მოულოდნელად ცხელი წყალი წამოვიდა ხრიალით – თქვეს, რომ რადიატორი გასკდა. ბავშვს ორივე ფეხი დამწვარი აქვს. ავტობუსი სავსე იყო ხალხით“, – თქვა ქალმა.
ასევე „ბათუმელებთან“ ინტერვიუში ბათუმის ავტოტრანსპორტის ხელმძღვანელმა, ლევან ლაზარიაშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა.
