საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თავი წითელი ვარდებითა და სხვისი ჩაის სმით გაგვაცნო. თითქმის არავინ იცის ის გზა, რომელიც სააკაშვილმა პრეზიდენტის სავარძელში მოხვედრამდე გაიარა.
დღეს სააკაშვილის პორტრეტს, მისივე ნაამბობით დაგიხატავთ.
ბავშვობა
„საბჭოთა კავშირში ვიზრდებოდი. ამ პერიოდში სულ საჭმლის ძიება და პრობლემა იყო. ძირითადად შემწვარი კარტოფილით და კონსერვებით ვიკვებებოდით.
ეს იყო ქვეყანა, სადაც სულ შეზღუდვები იყო.
ვიზრდებოდი 4 პატარა ოთახში, სადაც ცხოვრობდა, ბებია, ბაბუა, ბებიაჩემის დედა, ბებიაჩემის მამა, დედა და მამა.
მე და დედას გასაშლელ ლოგინზე გვეძინა.
ბებიაჩემის მამა გადასახლებაში იყო, ბებიაჩემის დედა რამდენჯერმე გამოაგდეს სახლიდან ძმა დაუხვრიტეს და დიდი გაჭირვება გამოიარეს.
მე რასისტიც ვიყავი, მრცხვენია მაგრამ ასეა. ასე ვიზრდებოდით, საბჭოთა კავშირში. ქართველს რუსი არ უნდა ჰყვარებოდა და სიძულვილს თესავდნენ.
მშობლები
დედა – გიული ალასანია, დაიბადა 1946 წლის 11 ნოემბერს, თბილისში. 1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ისტორიის განყოფილება (თურქეთის ისტორიის სპეციალობით). 1973 დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1987 წელს — სადოქტორო დისერტაციები. არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. მან დამოუკიდებლად შექმნა კერძო უნივერსიტეტი ის პოლიგლოტია.
მამა – ნიკოლოზ სააკაშვილი დაიბადა 1944 წელს, თბილისში, არის პროფესიით ექიმი. იგი იყო თბილისის ბალნეოლოგიური კურორტ „თბილის სპას“ და ჯანმრთელობის და სამედიცინო რეაბილიტაციის ეროვნული სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი 1999 წლიდან 2017 წლამდე.
აგრეთვე სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, სამედიცინო ტურიზმის დეპარტამენტის დამაარსებელი და ხელმძღვანელი. 2018 წლიდან დღემდე არის სამედიცინო ცენტრ „გასტროენტეროლოგის“ დირექტორი. მიხეილ სააკაშვილი სამ ძმას შორის ასაკით უფროსია. ერთ-ერთი ძმა დავით სააკაშვილი პროფესიით იურისტია.