ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩევას გირაოთ გათავისუფლებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„ციხეში გამოამწყვდიეს ხალხი, გაანადგურეს. სამშობლოს მოღალატეებად გამოაცხადეს ასაკოვანი ხალხი და ახლა, ორი-სამი კაცის შესვლა რომ ,„გააპრავონ“ პარლამენტში, უცებ უშვებენ. ეს ყველაფერი იმის პირდაპირი აღიარებაა, რომ სისტემამ შეიძლება გაგანადგუროს და შენი ქვეყნის მოღალატედ ისე გამოგაცხადოს, თუ არჩევნებისთვის დასჭირდება, სულ ფეხებზე ეკიდოს, გული გაგისკდება თუ არა უმძიმესი ბრალდებებით და ტყვეობით. კიდევ უფრო გავბრაზდი ამ ორი მეცნიერის უდანაშაულოდ დატყვევების გამო. ახლა კიდევ უფრო მეტად გავბრაზდი. სამარცხვინოები. თავად მოღალატეები. სულ თავში უნდა ურტყა ეს საქმე ყველა იმ უნამუსოს, ვინც ორი მხცოვანი მეცნიერის დამნაშავეობას უმტკიცებდა ქვეყანას” – წერს ინგა გრიგოლია.