Sunday, May 11, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home მოგზაურობა

რატომ იმატებს ქალაქში ზონალურ-საათობრივი პარკირების რაოდენობა და რა თანხებთანაა დაკავშირებული ავტომობილის დაპარკინგება

November 24, 2023
რატომ იმატებს ქალაქში ზონალურ-საათობრივი პარკირების რაოდენობა და რა თანხებთანაა დაკავშირებული ავტომობილის დაპარკინგება

თბილისის მაცხოვრებლების ნაწილს აწუხებს დედაქალაქში არსებული ზონალურ-საათობრივი პარკირების რაოდენობა და პარკირებასთან დაკავშირებული გადასახადები.

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, „მეტრონომმა“, აღნიშნული საკითხის შესახებ, თბილისის მერიას დაკავშირებოდა.

ჩვენ ვესაუბრეთ საგზაო მოძრაობის დაგეგმვის სამსახურის უფროსს, სალომე შარაშენიძეს, რომელმაც ამ თემის ირგვლივ, საინტერესო და მწვავე კითხვებზე გვიპასუხა.

„ზოგადად, ზონალური პარკირება სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია, რაც გულისხმობს მოკლე მანძილებზე ფეხით გადაადგილების წახალისებას. ჩვენი შიდა კვლევების თანახმად, მანქანით გადაადგილების 20% კილომეტრნახევარზე მოკლე მანძილზე ხორციელდება. ანუ უამრავი გადაადილების 20% ხდება ისეთ მანძილზე, რომელიც შეიძლება ფეხით 10-15 წუთში დაიფაროს.
შესაბამისად, სატრანსპორტო პოლიტიკა ცდილობს, წაახალისოს მოკლე მანძილებზე ფეხით, სკუტერით ან ველოსიპედით გადადგილება.
ჩვენს ქალაქში, სხვადასხვა მიზეზის გამო, მანქანით მოძრაობა ძალიან გართულებულია. ამდენად, მოკლე მონაკვეთზე ფეხით, სკუტერით ან ველოსიპედით გადაადგილება უფრო კომფორტული და ეკოლოგიური თვალსაზრისით, უკეთესიც.
ეს არის ზონალური პარკირების ზოგადი არსი.

რაც შეეხება საცხოვრებელ ზონაში პარკირების საკითხს, ადგილობრივი მაცხოვრებლისთვის, სახლიდან 100 მეტრის რადიუსში, პარკირების ზოლი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ვიზიტორებისგან დაცულია. თუ ვიზიტორისთვის არსებობს დაბრკოლება, რომლის მიხედვითაც, ასეთ ზონაში მანქანას დიდი ხნით ვერ დატოვებს, ამ მხრივ, მაცხოვრებელი პრივილეგიით სარგებლობს. კერძოდ, მას შეუძლია, სახლიდან 100 მეტრის რადიუსში ავტომობილი მუდმივად, უფასოდ გააჩეროს, ხოლო თუკი 100 მეტრის რადიუსს გასცდება, აღნიშნული პრივილეგია აღარ მოქმედებს და ამ შემთხვევაში ის სტანდარტულ გადასახდს იხდის.

პარკირების ორი ტიპის გადასახადთან, წლიურ 50-ლარიანთან და ზონალურ-საათობრივთან, დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ზონალურ-საათობრივი პარკირება არ არის მთელი ქალაქის მასშტაბით, ის მხოლოდ კონკრეტულ უბნებშია. ამდენად, მოქალაქეების ნაწილი, რომელიც არ ცხოვრობს ზონალურ-საათობრივი პარკირების უბნებში, მხოლოდ წლიურ 50-ლარიან გადასახადს იხდის, ხოლო თუკი მოქალაქეს მოუწევს იმ უბნებში მისვლა, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირება მოქმედებს, ამ შემთხვევაში, დღეში 4-ჯერ 15 წუთი პარკირების ზოლით ის უფასოდ ისარგებლებს, 1 საათის ღირებულება კი 1 ლარია.

ვფიქრობ, ჯამურად ეს გადასახადი არ არის იმდენად ძვირი, რომ მოქალაქეს, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, ეკონიმიკური თვალსაზრისით, ტვირთად დააწვეს. თუმცა, ამასთანავე, ჩვენს ქალაქში არიან ისეთი პირებიც, რომელთაც, შესაძლოა, უჭირთ ამის გადახდა“, – განაცხადა სალომე შარაშენიძემ „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 2023 წლის ბიუჯეტის 10 თვის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მუნიციპალური ჯარიმების შესრულების შესახებაც არის ინფორმაცია.

დოკუმენტის თანახმად, თბილისში წინა წელთან შედარებით ავტომობილის არასწორად პარკირების გამო დაწერილი ჯარიმების მოცულობა გახუთმაგებულია და მან 15,364,075 ლარს მიაღწია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სევდის მომგვრელია…” – რაზე წერს გია ხუხაშვილი
  • როდემდე გაგრძელდება უამინდობა? – უახლესი პროგნოზი
  • როგორია ჩაკვეტაძის მდგომარეობა და როდის დაუბრუნდება მოედანს – უახლესი ინფორმაცია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge