Tuesday, May 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ვიხსენებ ყველა ჩალურჯებასა და დაზიანებას, რაც ჩემს შვილს აღენიშნებოდა და რატომღაც სიცელქეს ვაბრალებდი” – მშობლები164-ე ბაგა-ბაღს ბავშვზე სავარაუდო ძალადობისთვის უჩივიან

November 24, 2023
“ვიხსენებ ყველა ჩალურჯებასა და დაზიანებას, რაც ჩემს შვილს აღენიშნებოდა და რატომღაც სიცელქეს ვაბრალებდი” – მშობლები164-ე ბაგა-ბაღს ბავშვზე სავარაუდო ძალადობისთვის უჩივიან

თბი­ლი­სის 164-ე ბაგა-ბაღს მშობ­ლე­ბი უჩი­ვი­ან.

მათი თქმით, ბა­ღის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ბავ­შვებ­ზე ძა­ლა­დო­ბენ. ისინი ამტკიცებენ, რომ სა­აღ­მზრდე­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის შე­ნო­ბა­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რებ­ში ფაქ­ტის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

„ეს რამდენიმე დღეა გონება სრულიად არეული მაქვს, მიჭირს კონცენტრირება და ფიქრს გავურბივარ. გაბრაზება და შიში თანაბრად გამეფებულა ფიქრის სამყაროში და სრულ ქაოსს ქმნის.
ყველაზე სუსტი და დაუცველი მაშინ ვარ როცა პრობლემა შვილს ეხება და ახლა სწორედ ასეთ მდგომარეობაში ვარ.
საჯარო ბაგა-ბაღის იმ ჯგუფში სადაც ჩემი პატარა ლუსიც დადის ძიძები და აღმზრდელები ბავშვებზე ძალადობდნენ.
ორშაბათიდან პარასკევამდე შვილები მიგვყავს საჯარო ბაგა-ბაღის პატარა ზომის ოთახში სადაც 40-მდე ბავშვია გამოკეტილი და ვიმედოვნებთ, რომ მათ კარგად მოექცევიან, ვიმედოვნებთ, რადგან ეს სისტემა იმდენად ჩაკეტილია, რომ მშობლებს უამრავი ბიუროკრატიული ლაბირინთის გადალახვა გვიწევს, რათა მივაღწიოთ ოთახებში დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო მოწყობილობების ჩანაწერებამდე და ხშირად ამასაც ვერ ვახერხებთ. ამიტომ ხშირად მხოლოდ იმედოვნება გვრჩება.
აღმოჩნდა, რომ ჯგუფში, სადაც ჩემი შვილი ლუსი დადის ბავშვების მიმართ სისტემატიურ ძალადობას ჰქონდა ადგილი.
ეს დღეებია ვიხსენებ ყველა ჩალურჯებასა და დაზიანებას, რაც ჩემს შვილს აღენიშნებოდა და რატომღაც სიცელქეს ვაბრალებდი, ვიხსენებ მის პროტესტს ბაგა-ბაღის ჯგუფში შესვლაზე და პანიკურ ტირილს, როცა ვცდილობდი ამეხსნა, რომ ბაღში ყოფნა კარგია. ვიხსენებ მის ხასიათის ცვლილებას, სათამაშოებთან დამოკიდებულებას თამაშისას და ვხვდები რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამ გამომეპარა.
ძალადობის თემა გამჟღავნდა და ისიც იმიტომ, რომ იგივე ჯგუფში ამავე ბაღის დირექტორის შვილიშვილზე იძალადა ძიძამ. მხოლოდ მაშინ მოახდინა “რეაგირება” ამ “ძალადობის ფაბრიკის” დირექტორმა, როცა ეს ძალადობა მის შვილიშვილს შეეხო.
“რეაგირება” მართლა რეაგირება არ გეგონოს ძვირფასო მკითხველო, დირექტორს არ მიუმართავს ბაგა-ბაღების სააგენტოსთვის, პოლიციისთვის და არც მშობლებისთვის უცნობებია. მოძალადე ძიძა დაიბარა და იძულებით დააწერინა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ.
ჩვენ, მშობლებმა სრულუად შემთხვევით და მოულოდნელად გავიგეთ სისტემატიური ძალადობის შესახებ.
მიუხედავად ჩემი დაბნეული და არეული მდგომარეობისა ერთი რაც მტკიცედ გადავწყვიტე დაისაჯოს ყველა!
მადლობა Rights Georgia / უფლებები საქართველო-ს, ეს ორგანიზაცია ადრეც რამდენჯერმე დამეხმარა და ახლაც გვეხმარებიან მშობლებს იურიდიულად ამ ქეისზე“, – წერს ერთ-ერთი ბავშვის მშობელი სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ტემპერატურა მოიმატებს და +32 გრადუსი დაფიქსირდება“ – ცნობილია, როდის გამოიდარებს
  • „გლოვობს ჩემი ბათუმი სიკეთით სავსე ოქროს ბიჭს…“- ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
  • 5 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge