ინდოეთში, უტარახანდის შტატის მაღაროში 41 მეშახტე ჩარჩა. შახტაში ჩარჩენილი მაღაროელების გადარჩენის სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, სამაშველო სამუშაოებში 100-ზე მეტი ადამიანია ჩართული.
მუშების გამოსაყვანად, სულ მცირე, 60 მეტრის კლდოვანი მასის გაბურღვა გახდა საჭირო. უტარახანდის შტატის მაღაროს შახტა მეწყრის შედეგად 12 ნოემბერს ჩამოინგრა.