ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართველი ემიგრანტი სატვირთოს მართვის დროს გარდაიცვალა.
45 წლის გიორგი გაგიევი ტრაილერს მართავდა, რა დროსაც მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა.
ახალგაზრდას მეგობრები ემშვიდობებიან:
“💔წახვედი და დაგვიტოვე უსაშველო გულის ტკივილი. არა მხოლოდ ოჯახს, მთელ სამეგობროს და სანაცნობოს, ამერიკას თუ საქართველოს. ყველას ტკივილი ხარ გიო.🖤ნამდვილად ღირსეული და სამაგალითო ადამიანი იყავი, ჩვენს გულებში მუდამ დარჩემი მისაბაძ პიროვნებად.🕊️ვუსამძიმრებთ და ვუთანაგრძნობთ ოჯახს სრულიად ჯგუფის სახელით”