2024 წლის 21 მარტს, ევრო 2024-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში, საქართველო ლუქსემბურგს დაუპირისპირდება. ესპანეთთან მიღებული ყვითელი ბარათის გამო, ნაკრების ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია, აღნიშნულ შეხვედრას, დისკვალიფიკაციის გამო, გამოტოვებს.
ამასთან მიმართებით, „ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე, სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
„ 🔴🟢 კობიაშვილი – ის ამსხვრევს ქართველთა ოცნებებას 🔴🟢
— 🔴 უტიფრობა – ყველაზე საშინელი რამ რაც ქართულმა ოცნებამ თავის გუნდში დანერგა და მასობრივად აქცია ‼️
— 🔴 ვუსმენდი კობიაშვილს იმედზე – მისი დანაშაულებრივი შეცდომის გამო ხვიჩას დისკვალიფიკაციაზე არც კი დარდობს ეს გაზულუქებული , არანაირი სინანული , არანაირი ბოდიში , არანაირი სირცხვილი – პირიქით “ გონორით “ გველაპარაკებოდა ეს უტიფარი ‼️
— 🔴 ეს იყო უტიფრობის პიკი , კობიაშვილის უტიფრობამ უტიფრების მეფე კობახიძეც კი დაჩრდილა – ისე გამოიყვანა რომ თითქოს ჩვენი ბრალია ის კატასტროფული შეცდომა ‼️
— 🔴 სწორედ ასეთი უტიფრები იყვნენ ლენინის ბოლშევიკები , ესენი იმათი სულიერი შვილები არიან ‼️
— 🔴 ფეხბურთზე უტიფრობას კიდევ აიტანს ხალხი , მაგრამ კოლექტიური კობიაშვილები მარტო ფეხბურთს არ განაგებენ – ისინი საქართველოს მართავენ , ძარცვავენ , ანგრევენ ‼️
— 🔴 ღმერთმა ნუ ქნას რომ ლუქსემბურგთან წავაგოთ , თორემ უტიფრობა ვეღარ გიშველით , განრისხებული ქართველების შემხედვარე საკუთარ ცხენს გაასწრებთ ისე გაიქცევით ‼️
P.S. როგორც გაირკვა საქართველოს ნაკრების ავტობუსი კობიაშვილმა ავტო-ლომბარდში ჩადო და ლომბარდში ჩატოვა .ამავე დროს “ დაზალოგებულია” ფედერაციის ოფისი,ბაზა,აკადემია და მთელი ინფრასტრუქტურა – ამათ ქართული ფეხბურთი თავისი ეზოს ბოსტანი ჰგონიათ ‼️‼️‼️“, – წერს ის.